“დეპუტატობის შანსი კი არა, თავისუფლება მოგენატრებათო” – “ოცნების” გუნდის კულუარული ამბები

ქაოსი – ასე შეიძლება ერთი სიტყვით შეფასდეს ის მდგომარეობა, რომელიც ახლა სახელისუფლო გუნდშია. დეპუტატების არც თუ მცირე ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა, მაგრამ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, ვინც ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, დეპუტატობის შანსი კი არა, თავისუფლება მოენატრებაო.

მანამდე, თითოეულ დეპუტატს პირადად ესაუბრნენ ლიდერები და დაარწმუნეს, რომ გუნდის წინააღმდეგ ახლა წასვლა, უშუალოდ ივანიშვილის წინააღდეგ წასვლას ნიშნავდა. ამიტომ, 93 დეპუტატიდან, 92-მა ლამის ხატზე დაიფიცა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა და ის ერთი „ურჩი“, როგორც მოსალოდნელი იყო, კახა ოქრიაშვილი გამოდგა.

„პსპ“-ს დამფუძნებელი და დმანისის დეპუტატი არასდროს მალავდა, რომ მაჟორიტარული სისტემის რაიმე ფორმით შეზღუდვას მხარს არასოდეს დაუჭერდა და სიტყვა შეასრულა. თუმცა, ეს სიტყვა შესაძლოა, მას ძალიან ძვირად დაუჯდეს. საქმე ისაა, რომ ბატონ კახას დმანისში გამარჯვება გარანტირებული აქვს, მაგრამ ახლა, ოლქების გაერთიანების შემდეგ, დმანისს, თეთრიწყაროს, ბოლნისსა და წალკას ერთი მაჟორიტარი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატს ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დარწმუნება მოუწევს და ასეთ დროს ადმინისტრაციული რესურსი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ჰოდა, ოქრიაშვილს პირდაპირ მიანიშნეს, შესაძლოა პარტიამ ამ ურჩობის გამო, ის მაჟორიტარად არ წარადგინოს და მის ადგილზე  სხვა დაასახელონ. თქმა არ უნდა, ოქრიაშვილთან მისსავე მოედანზე ჭიდაობა ურთულესი იქნება, თუმცა მისი მოედანი დმანისია, დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტი კი… მოკლედ, ამ საკითხს კულუარებში აქტიურად განიხილავენ და შესაძლოა, ხელისუფლებამ ერთი, გარანტირებულად გამარჯვების მომტანი მაჟორიტარი ურჩობის გამო სამომავლო მარათონიდან ჩახსნას.

ანი დვალიშვილი, ალია №21

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    bolobolo modi premierat xo xedav amatgamo vegargitans xalxi gaushvi ra kobaxidze volski gachechiladze matikiashvili moishore garibashvili da licin licinit moigep archevnebs

    1. ანონიმური

      მერე პასუხისმგებლობის პირდაპირ აღებას კაცობა არ უნდა არ ჯობია ჩუმად თითის დაქნევით მართო ეს სირები

  2. ანონიმური

    dagagvianda mgoni

  3. sos

    ისევ – გ ა ხ ა რ ი ა პ რ ე მ ი ე რ ი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.