“დეკანოზს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი და მრევლი გავაფრთხილე”- მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე საბა ინწკირველი ადასტურებს, რომ ქართველ დეკანოზს, რომელიც აშშ იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა. მღვდელმთავარი განმარტავს, რომ მრევლი და ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა დეკანოზთან, გაფრთხილებულია საფრთხის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს. საიდან მოხდა მისი დაინფიცირება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

„დეკანოზს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. საბედნიეროდ არ არის იმის რისკი, რომ მისგან შესაძლოა ვინმე დაინფიცირებულიყო, რადგან წინა კვირის განმავლობაში მას არ ჰქონია შეხება ქართველ მრევლთან. მას უწევდა გარკევული სამუშაოს წარმოება უცხოელებთან და ვვარაუდობთ, რომ სწორედ მათგან დაინფიცირდა დეკანოზი. მიუხედავად ამისა, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ქართველი მრევლი, რომლებთანაც ორი კვირის განმავლობაში მას ჰქონდა კონტაქტი.“ -განაცხადა მეუფე საბამ ინწკირველმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.