“დე­დის ეს გან­ცხა­დე­ბა, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს პო­ზი­ცი­ას, რომ ეს მკვლე­ლო­ბაა” – საქმის პროკურორი

23 სექ­ტემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მე­დი­ის წარ­მომ­დგენ­ლე­ბის­თვის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და. ამის შემ­დეგ, საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებსაც უპასუხა და თა­მუ­ნას დე­დას, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­საც, რო­მელ­მაც გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ჯე­რებს მისი შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ტე­ლი­ტის ფო­ტოს და­დებს, სა­დაც თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა 18-22 ივ­ლისს მა­წე­ვა­ნის ტყე­ში იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი:

“ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში ვის­მენთ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ აქ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა ხან სა­კალ­მა­ხეს­თან, ხან – “ვილა ალ­გეთ­თან”… დე­დის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ამ­ბობს, რომ თუ იქ­ნე­ბა სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბას მა­შინ და­ვი­ჯე­რე­ბო, პირ­და­პირ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ამ ვერ­სი­ე­ბის ლო­გი­კუ­რო­ბას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დე­დის პო­ზი­ცია რამე ფორ­მით ამ­ყა­რებ­დეს იმ ვერ­სი­ებს, რაც აქამ­დე ად­ვო­კატ­საც ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი? ად­ვო­კა­ტი მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ამ­ბობს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მან­ქა­ნა იქ არ იდგა და გო­გო­ნა მოკ­ლეს. მისი ეს პო­ზი­ცია ჯერ კი­დევ მა­შინ და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც პირ­და­პირ ეთერ­ში უჩ­ვე­ნებ­დნენ მან­ქა­ნი­დან ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის კად­რებს. პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბაც კი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი, როცა მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბას და ყვე­ლა მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი ამ პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად გრძელ­დე­ბა. დე­დის ეს გან­ცხა­დე­ბა, ჩემი აზ­რით, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ას, რომ ეს უეჭ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბაა. ეს თუ მკვლე­ლო­ბაა, მა­შინ რა ფო­ტოც არ უნდა იყოს, ეს რო­გორ გა­ა­ბა­თი­ლებს მის ვერ­სი­ას? ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და მყა­რი რომ იყოს, მა­შინ ის ვერც ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს სარ­წმუ­ნოდ. თა­ვი­დან­ვე უნდა იყოს ობი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა­ზე თუ ვსა­უბ­რობთ”.

ამბები.ჯი

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    იმის მაგივრად რომ მკვლელობა გამოიძიონ, იმას ეძებენ და არიან ჩასაფრებული, აბა იქნებ სტრიქონებს შორის რამე ამოიკითხონ ოჯახის და გაუბედურებული დედის ნათქვამიდან. სამარცხვინოები და არაპროფესიონალები ყველა გაგებით.

    1. ანონიმური

      როცა პროფესიული თავმოყვარეობისგან სრულიად გასტერილებულები არიან, სიტყვათა წყობაში ეძებენ აბსორგულ ინტრიგებს.

  2. ანონიმური

    ესეც მაჩალიკაშვილივით არ გადაიქცეს ეხლა

  3. ანონიმური

    ამ ქალს ტვინს ურევს ვიღაცა ფაქტია რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.