„დედა, მენატრები!“ – ჩინელ ექთანთან შვილი ახლოს არ მიუშვეს – (ემოციური ვიდეო)

კორონავირუსით დაინფიცირებულთა საავადმყოფოში მომუშავე ექთნის და მისი ქალიშვილის ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

როდესაც გასულ თვეს ეპიდემია გაძლიდერდა, ლიუ ჰაიანი ჰენანის პროვინციაში სამსახურში დაიბარეს.  ექთანს თავისი 9 წლის ქალიშვილი უკვე 10 დღეა არ უნახავს, რადგან საავადმყოფოს თანამშრომლებს ეკრძალებთან ტერიტორიის დატოვება, სანამ კარანტინი არ მოიხსნება. 

დედა-შვილმა ერთმანეთი 31 იანვარს ნახა, თუმცა ისინი ერთმანეთსგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ და ერთმანეთს „საჰაერო ჩახუტებას“ უგზავნიდნენ.

„დედა, მენატრები!“ – ტიროდა შეხვედრისას გოგონა…

„დედა ურჩხულებს ებრძვის. სახლში დავბრუნდები როდესაც ვირუსი გაქრება“, – ეუბნება დედა აცრემლებულ შვილს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 24 324 ადამიანი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.