“დედამთილმა ბავშვის დასაბანი “ტაშიც” წამართვა – მაგრამ, მე ეს ბავშვი უნდა გამეზარდა” – (ვიდეო)

25 წლის ნანა ცუცქირიძემ, საპირფარეშოში ნაპოვნი ბავშვი საკუთარი შვილივით გაზარდა. ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 29 წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ, ნანა ცუცქირიძე თოქ-შოუ „პროფილთან“ საუბრობს:

„მეხუთე საბავშვო ბაღში ვმუშაობდი, ერთ დღეს ბავშვის ტირილი შემომესმა. ვხედავ, რომ ბავშვი ზის და კედელზეა მიყუდებული. თითქოს რაღაცამ მიკარნახა, მაშინვე ავიყვანე. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ბავშვი აუცილებლად უნდა გამეზარდა და ჩემი უნდა ყოფილიყო. მზარეული მეუბნებოდა, ისე აწკრიალებს ამ შავ თვალებს, თითქოს გეუბნება, მიშველეო, ხელიდან არ გაუშვაო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ გიორგი მრავალშვილიანი, გაჭირვებული ოჯახიდან იყო. დედამისი მოვიდა და მითხრა, რომ “მე მაინც ინტერნატში უნდა მიმეყვანა და დიდ მადლს გააკეთებ, თუ წაიყვანო.“

ოჯახში ბავშვის გამოჩენას ყველა სიხარულით არ შეხვდა. დედამთილმა დაიწყო ხელჩართული ბრძოლა იმისთვის, რომ გიორგი აქ არ გაზრდილიყო. მეუბნებოდა – აქ არ გაგაზრდევინებო, დასაბანი „ტაშტიც“ კი წამართვა.

ამ ყველაფერს გიორგის ყურამდე რომ არ მიეღწია და ახალგაზრდობა და სიბერე რომ არ გამწარებოდა, მე ჩავასმინე, სხვების მაგალითი მოვუყვანე და მაინტერესებდა, რას ფიქრობდა. მითხრა, შენ მზრდი და დედად შენ გაგიცანიო. ბიოლოგიური დედა 1 კვირა მყავდა სახლში, გიორგის რომ გაეცნო, ვინ იყო და თავისით გაეაზრებინა… რატომ არ უნდა გამეცნო, იქნებ მე მჯობდა?! ამის მერე გიორგიმ მითხრა, „დედა, ამ ერთხელ შენი სიყვარულით მოვუშვი და მეორედ აღარ მოვიდესო“. ამით შეწყდა ყველაფერი“, – აცხადებს ნანა ცუცქირიძე.

თავად გიორგი ამბობს, რომ ბიოლოგიურმა დედამ ის შვილად არ მიიღო და გამზრდელ მშობლებს ფულიც კი გამოართვა მისი დარჩენის სანაცვლოდ. ამის გამო, ის ბიოლოგიურ დედას ვერ მიიღებდა.

დედაშვილობის კინოსავით ამბავი კახეთიდან

👶💝 "შვილის აყვანას ვაპირებდი როცა საპირფარეშოში ვიპოვე გიორგი, მივხვდი, რომ ეს ბავშვი მე უნდა გამეზარდა" – ნანა ცუცქირიძე👩‍👦 დედაშვილობის კინოსავით ამბავი კახეთიდან

Posted by Rustavi 2 on ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.