“დაფიქრდით და “მოიხოდეთ” – რაში გადაიხადა “ოცნებამ” 800 ათასი?

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ანალიტიკოსის ვალდებულებაა გაანალიზოს ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია და გასცეს პასუხი ნებისმიერ პროფილურ შეკითხვას, კომენტარი გააკეთოს ნებისმიერ აქტუალურ თემაზე.
შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაქირავებული საჯარო მოხელის გაორმაგებული ვალდებულებაა.

როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟში “ფრონტერამ” საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან მწარედ წააგო, რატომ არაა ეს უცხოურ პრესაში ასახული? რას მიკეთებს “ქართული ოცნების” მიერ $800.000 -ად დაქირავებული ამერიკელი ლობისტური კომპანია? ლობისტს მართავს დამკვეთი გზავნილებითა და დღის წესრიგით. ლობისტი სხვაგვარად ვერ მოქმედებს.

როდესაც “აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მალინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო და ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება”, სადაა “ქართული ოცნების” საინფორმაციო ველი?

საჯარო შექებაც ვიცი და კრიტიკაც. მმართველი პარტიის საგარეო ფლანგი სუსტი იყო და არის. ვინც უძღვებოდა ამ ფლანგს და შემდეგ უმრავლესობა დატოვა არის უტიფარი, უპრინციპო არაპროფესიონალი. ამას პირველად არ ვამბობ. ვღიზიანდები განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა სამზარეულო გარეთ გამოაქვს.

უცხოელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს ჯეროვნად არ მიეწოდება ობიექტური რეალობა საქართველოს შესახებ. სამაგიეროდ, ჭარბად მიეწოდება დეზინფორმაცია ნაცებისგან.

ცოტა დაფიქრდით და მეტად “მოიხოდეთ” ქალბატონებო და ბატონებო მმართველ პარტიაში!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჰო მაგისთვის იჭაჭები,რომ შეგამჩნიონ და მოგსვან ფუმფულა ადგილზე.არქქიანალიტიკოსიც ვერ გაათეთრებს იმ პრობლემას ,რაც საქართველოშია.უგვირგვინო მეფე ჰყავს ქვეყანას.

  2. ანონიმური

    აგი არის პიტალო მზის კუტუ… აწვალებს პიტალო და ესეც წვალობს….

  3. იოსები იბესოი

    შეიძლება პიტალოცაა, მაგრამ ტყუილი თქვა? სად აჩვენეს ამ ჩვრებმა თავის სახე?! მხოლოდ 20 ივნისს! გამახსენეთ კიდევ ერთი… თქვეს და – გააკეთეს, გააკეთეს და – გამოვიდა რამე?

    1. ანონიმური

      20 ივნისს და ისიც გახარიას ზურგით, ბიძინას თანადგომით.

  4. ანონიმური

    ექსპერტო! ნუთუ არ იცი ქართული ოცნების ლიდერები ნაცებზე რომ მუშაობენ ამ ხნის მანძილზე?! დანარჩენი სპექტაკლებია. 20 ივნისის რევოლუციური სამზადისისას ბევრი რამ გაიშიფრა. როგორ იხტუნეს დეპუტატებმა და გაემზადნენ რევოლუციონერებისთვის მხარის მისაცემად. როგორ დატოვა მანდატი ეკლესიის კლასტერმა ვითომ ეროვნულმა კაცმა ერქვანიამ (ახლა რატომღა ზის პარლამენტში გაუგებარია). და საერთოდ განა უგულავას დაჭერა სამართალწარმოებაში დაშვებული უხეში გადაცდომებით პოლიტიკური ნიშნით კითხვის ნიშნების გაჩენის ტოლფასი არ იყო?! გათვლილი სკანდალების ასატეხად და ოქრუაშვილსაც რომ მოაყოლებდნენ უკან. მოკლედ, სახეზე გვაქვს ერთ დიდ კასრში ჩაყრილი ნაც-ოცნების ვირთხათა მარათონი ყალბი ურთიერთშერკინების, ურთიერთჭამის სპექტაკლები. მაგრამ პოლიტპატიმრების სცენარი ჩაუვარდათ, პრეზიდენტის ნაბიჭი სწორად შესაფასებელია, და საინტერესოა, ახლა რას ჩაეჭიდებიან აყალ-მაყალის შექმნისთვის?! რურუას განთავისუფლება?! მკვლელი რურუას განთავისუფლებაზე მებრძოლები უფრო და უფრო გაკოტრდებიან, მათ დამცველ გარე ძალებთან ერთად, რითაც საბოლოოდ მაინც რუსეთის საქმე კეთდება. ასე რომ ნაც-ოცნება თავისი ტელევიზიებით პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ერთი მხარეა, მეორე მხარე კი მართვის სადავეხელთაღებულები ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი, ერთი ტელევიზიით, რომელთა მიზანდასახულობაც ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ განვითარების საწინდარია.

    1. ანონიმური

      👍👍👍

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.