დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე განმარყტებით, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა.

„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის.

დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა აქვე ვთქვა, რომ ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. იქ არის, მარნეულში დედა“, – ამბობს ექიმი.

გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი განმარტავდა, რომ ჩვილის მდგომარეობა იყო კრიტიკული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77- მდე გაიზარდა. მათ შორის 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.