დაუბრუნდით რეალობას და ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას მიხედეთ – თეონა აქუბარდია

“სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია უპასუხისმგებლოს უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და ის მხოლოდ ტელევიზიებშია გაზრდილი“. აქუბარდია მთავრობას ურჩევს რეალობას დაუბრუნდნენ,  მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნონ. ოპოზიციური პარტიის სპიკერი კობახიძის განცხადებას  მწვავე სტატისტიკით პასუხობს.


„ეს განცხადება მიუთითებს, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია მოქმედი  მთავრობა რეალობას და ტყუილებით ცდილობენ, კიდევ ფონს გასვლას. დაუბრუნდით რეალობას და ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას მიხედეთ. 2019 წლის სტატისტიკით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალი და 2-ჯერ შემცირდა გახსნილი დანაშაულების რაოდენობა.  გამოუძიებელია უამრავი მკვლელობისა და მძიმე დანაშაულის ფაქტები . ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ებრძოდეს კრიმინალს, ის არ იმჩნევს ამ სავალალო მდგომარეობას, რადგან არ შეუძლია მასთან გამკლავება.  სწორედ ეს არის ის რეალობა, რასაც გაურბის ბატონი კობახიძე – აცხადებს  თეონა აქუბარდია.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური 1

    თეონიკო როდია მერე ამოიღე ხმა?

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ მთავრობა.მძნერიანი ცოცხებით არიან გამოსაყრელები

  3. ანონიმური

    თეონა თავისუფალი ხართ?
    თუ რამე ვსტრეჩა დავნიშნოთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.