დასახელდა პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ინფექციურმა საავადმყოფომ პირველად ეფექტურად გამოიყენა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბი პირველად გამოიყენეს ეფექტურად. ამის მაგალითად ინფექციურ საავადმყოფოს Facebook-ზე განთავსებულ ინფორმაციაში კონკრეტული მაგალითი მოჰყავს. კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში 25 მარტს შევიდა პაციენტი – ე.ბ., 41 წლის ქალი, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში).

კლინიკაში შესვლის დროს პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა.

„ეს შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, – აღნიშნავენ კლინიკის ხელმძღვანელები.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ეთო

    ყველა დანიშნულება საჯარო უნდა გახდეს? ერთხელ უკვე ვნახეთ რა მოყვა! ისე, გადარჩენილები სადამდის იქნებიან გადარჩენილები იმასაც ვფიქრობ, როგორ გაგრძელდება მათი ყოფა—ყველა საექსპერიმენტო ვართ

    1. ღმერთმანი

      რა გჭირს ეთო, რამ გაგაბოროტა ასე?!

  2. პატრიოტი

    ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმ შედეგებით, რაც ჩვენ გვაქვს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.