“დამკითხეთ შაქარაშვილის საქმეზე” – მიშა კაჭკაჭიშვილის სკანდალური პოსტი

სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა ხნის წინ ჩემს ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და მე არც მორალური და არც მოქალაქეობრივი ვალდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, არ გავხადო ეს საჯარო.

2 საათის წინ დაწერილი პოსტის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი ბიჭის, გიორგი შაქარაშვილის, ჯერ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ეხებოდა, დაახლოებით 40-45 წუთში როგორც აღვნიშნე, შემოვიდა სატელეფონო ზარი, რა დროსაც მიხსნიდნენ, რომ მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და მედიის მხრიდან მე შეცდომაში ვარ შეყვანილი და მთხოვდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არ მომეთხოვა საქმის გამოძიება.

გვარსა და სახელს არ დავასახელებ ჯერ ღიად, არც ნომერს და ახლავე მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია ამის თაობაზე.

კარგად მესმის ამ ზარის შინაარსი და კონტექსტი, რადგან ეს არის საქმის მიჩქმალვის უსუსური მცდელობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამ წუთიდან მზად ვარ, სადაც დამიბარებენ საგამოძიებო უწყებები, მივიდე და ყველა შეკითხვას გავცე პასუხი, ამ სატელოფონო საუბართან დაკავშირებით.”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიშა კაჭკაჭიშვილმა შემდეგი სახის წერილი გაავრცელა:

“მოკლედ, უკვე 7 დღე გავიდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი გაუჩინარდა და მესამე დღეა, რაც მისი ცხედარი იპოვეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამოყენებული იყო რკინის ბლაგვი საგანი,

დამტკიცებულია, რომ თბილისიდან ჩასულები იყვნენ 2 ავტომობილით რაგბისტები, კონფლიქტის ვითომდა მოსაგვარებლად და ამ ყველაფრის შემდეგ დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

არასრულწლოვანი იქ მყოფი პირებიდან, როგორც ცნობილია, არავინ იყო და გამოძიება სავარაუდოდ ხელს აფარებს, ან ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებული ეჭვმიტანილი პირები, თუ საერთოდ ეჭვმიტანილები არსებობენ ამ საქმის ირგვლივ.

ხორავას საქმის მყისიერმა არგამოძიებამ ფაქტების და მტკიცებულებების გაქრობა გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი, მუშაობს მტკიცებულებების გაქრობის სასარგებლოდ, ან მიზანმიმართულად, ან უცოდინრობით. და ბოლოს, ან თავიდან ბოლომდე მოხდება ამ საქმის ობიექტურად, სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ან ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მას არ გააჩნია უნარი მსგავსი საქმეების გამოძიების და წავიდეს სახლში. ამ საქმის გამოძიებას მთელი საზოგადოება ველოდებით და არავინ იფიქროს, ვინმე რამეს გაატარებს. ჩვენ მსგავსი ფილმები ნანახი გვაქვს და კვლავ არ ვაპირებთ იგივეს ნახვას. როგორც ბატონ გახარიას უყვარს, წერტილი!”

სწორედ ამ წერილს მოჰყვა სატელეფონო ზარი, როგორ “ალიას” თავად უყვება – “ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზარი შემოვიდა 23.41 საათზე და ზარის ხანგრძლივობა იყო 6 წუთი…”

“ალია” – იმედი გვაქვს, საგამოძიებო უწყება გამოეხმაურება ამ წერილს და იმოქმედებს შესაბამისად, ნუ გაგვიმძაფრებენ ეჭვს, რომ საქმის გაყალბებაა დაწყებული – ის, ვინც საზოგადოების ხმის ჩახშობაზე იწყებს მუშაობას, უკვე ნამყოფი იქნება ძალოვან უწყებებში, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ შსს-ს უკვე შეუთანხმდა!

გარდა ამისა, გასაგებია, რომ მკვლელობის დასადგენად ექსპერტიზის პასუხებს ელოდებით – მაგრამ…

დააჯარიმეთ აგარაკის მფლობელი, რომელმაც იცოდა, რომ მის აგარაკზე 10-ზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა, დააჯარიმეთ იუბილარის ოჯახი.

დაადგინეთ, საპატრულო პოლიცია, რომელიც მივიდა გამოძახებაზე და წამოიყვანა ფოტოგრაფი – რატომ არ უწყებს ძებნას დანარჩენ ახალგაზრდებს, რატომ არ მიდის იუბილარის ოჯახში ახალგაზრდების ვინაობის დასადგენად, რატომ არ უკავშირდება დაკარგულთა ოჯახებს?

გვიპასუხეთ, ცემა როდიდან არ არის დანაშაული? ხომ დადგენილია უკვე ცემის ფაქტი, გადარჩენილი ახალგაზრდები ამაზე საუბრობენ – ცემის გამოც არავინ დაგიკავებიათ ჯერ!

საპატრულო პოლიცია მივიდა ადგილზე, წამოიყვანა ერთი ახალგაზრდა, გადაცემული ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ მოხდა ჩხუბი, არ გაარკვია დეტალები და უკაცრავად – თქვენ კიდევ დუმილის და უსაქმურობის უფლება გაქვთ?

  •  
  •  

კომენტარი

  1. ახალი ვერსიები

    როგორც ირკვევა, კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო, მეორე ვერსიით, “ნახალოვკელებსა” და საბურთალოებს შორის კონფლიქტი მოჰყვა კითხვას, რომელი უბნელი ხარ, ბიჭო? კიდევ ერთი კონფლიქტი დიჯეისა და სუფრის წევრებს შორის მოხდა.

    ერთი ვერსიით, “ტოიოტა ქამრში” მყოფი თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები იყვნენ რკინის ნივთებით შეიარაღებული, თუმცა მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამას უარყოფს. ის იცავს იმ ორ სპორტსმენს, კერძოდ, “ნახალოვკელ” მორაგბეებს, რომლებიც “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანით ჩავიდნენ თბილისიდან:

    “ჩემი ინფორმაციით, შელაპარაკება მოჰყვა კითხვას – შენ რა უბნელი ხარო? “ნახალოვკელმა” ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო… ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, – ყველა უცხოსო და შეიგინა, ამას მოყვა კონფლიქტი. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ კონკრეტულად ჩხუბი ვის და ვის შორის იყო. ამირხანაშვილის, შაქარაშვილის მხარეა ეს საბურთალოელი ახალგაზრდა, თუმცა ხაზგასმით გეტყვით, რომ თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის არ ყოფილა არა თუ ჩხუბის ინიციატორი, მონაწილეც კი…”

    ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი ამბობს, რომ მისი დასაცავებისთვის სუფრიდან არავის დაურეკავს და არავის უთხოვია დახმარება, თუმცა ადასტურებს, რომ მისი დასაცავები ნახალოვკელი 24-25 წლის ახალგაზრდები არიან. ისიც 2 პირს იცავს:

    “ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიჯეისთან მოუხდათ კონფლიქტი, ეტყობა იქ რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, რეალურად გოგოს გამო მოხდა კონფლიქტი ამას ვასკვნი გამოძიების კითხვებიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, გოგოს გამო დაიწყო კონფლიქტი, საუბარი არ არის იუბილარზე, სუფრაზე მყოფ სხვა გოგოზეა ლაპარაკი. მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ბრალი ჯერ არავის აქვს წარდგენილი. ჩემს დასაცავებს ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ინციდენტთან, უბრალოდ მათი მანქანა დაფიქსირდა კამერებში. ვერც იმას გეტყვით ამ ეტაპზე, ის გოგო კონფლიქტშო მონაწილე რომელი მხარის მეგობარი იყო და კონკრეტულად რაზე იჩხუბეს. დაველოდოთ გამოძიებას”.

    1. ანონიმური

      სასაცილო და საცოდავი ქვეყანაა საქართველო, როგორც თავის მთავრობა ოპოზიციით,ისე თავის კრიმინალური მოსახლეობით!

  2. ტყუილების კასკადი

    გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმეზე “კურიერი” ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

    ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

    დღეს კი აღიარა, რომ “მერსედესისა” და “ტოიოტას” ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო.

    “მერსედესის” მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა.

    “კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.

    გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

    მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

  3. ადვოკატი ადასტურებს

    ახალი საკნადლური დეტალები 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეში – რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ საბედისწერო ღამეს, გიორგი შაქარაშვილთან მყოფ ვახო ახვლედიანს გზატკეცილზე თბილისიდან მომავალი ახალგზარდები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ.

    ახვლედიანი დღეს საგამოზიებო ორგანოში მიიყვანეს, თუმცა მან მედიასთანბ კომენტარიბ არ გააკეთა.

    უფრო მეტი დფეტალი დაადასტურა მისმა ადვოკატმა. მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდას გატეხილი აქვს ცხვირი და შუბლი.

    ადვოკატის მონათხრობით,ახვლედიანს ორი ადამიანი გაუსწორდა.

    „ცხვირი და შუბლი აქვს გატეხილი, ორი ადამიანი უსწორდებოდა, ხიდზე აქვს დაზიანებები მიყენებული. რკინის რაღაცა ჯოხი ჰქონდათო ხელში”, – ამბობს მზია ქასრაშვილი.

  4. ანონიმური

    Unda daidos realuri sakme sinamdvileshi ra moxda vin visi jgufia vin vina vin ras warmoadgens vin vis yavs mfarveli situacia gamdzafrda da saminiztros akvs mxolod ramdenime sati realurad obiekturad gaxsnas sakme tu arA micigebt tbilisis kuchebshi saralidze ors vimeoreb ramodenime sati

    1. ანონიმური

      სარალიძემ შეცდომა დაუშვა დადგა ვითომ ოპოზიციის გვერდით,ამიტომ აღარ დაუდგა ხალხი გვერდით.ახლა ხალხი გვერძე გასწევს ,აღარ დაიყენებს ნაცებს და მოგიხდებათ პასუხის გაცემა უკვე ხალხისთვის,მართლა ცოტა დრო გაქვთ.არ გაბედოთ გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლა.

  5. თუთაშხია

    კაჭკაჭიშვილო დაიწყო უკვე პოლიტ ქულებისთვის ფართხალი?რა არავინ დაუკითხიათ 50 კაცზე მეტი დაიკითხა და ექსპერტიზა ჩაუტარდა მათ პირად ნივთებს და ტანსაცმელს.ამოღებულია კამერების ჩანაწერები.ზუსტად მაგიტო მოხდა სარალიძის მკვლელობაზე მაგხელა ამბავი რომ უცებ დაიდო ყველანაირი დასკვნა და მიენიჭა საქმეს გახსნილის სტატუსი.და ეხლა რას ითხოვ ყველა ის 50 კაცი ვინც იქ იყო უნდა დააპატიმრონ?ეს ისეთი საქმეა ვერავინ ვერ გაატარებს ვერაფერს.ასე რომ არ გინდა პოპულისტური გამოხტომები და ნუ ელოდები დაკითხვაზე დაბარებას რათა მერე აფრიალო ფურცელი.თუ რამე გაქვს სათქმელი მიდი თავად და დაკითხვაზე უარს არ გეტყვიან.თუ არა და კუპრავასთან გაიარე კონსულტაცია ის გასწავლის რა და როგორ გააკეთო პოპულარობისთვის

  6. ანონიმური

    Mteli sakartvelo belodebit sastrafob ikmas gamodiebuli

  7. ანონიმური

    Ojaxis gverditaa mteli qvekana da imedia mkvlelebi daisjebisn rogorc omsaxureben ise. Kvela tiris im bavshvs, guli mogvikla da arc ipikron mkvlelebma, sadme daimslon

  8. ია

    ნუ დავიწყებთ ქოცი ნაცი.ამ უბედური ოჯახის ტრაგედიამ უნდა გაგვაერთიანოს,არანაირი დათმობა,ვერ ხედავთ საით მივდივართ,ხვალ ჩვენ აღმოვჩნდებით გიორგის დედის მეგობარი დედები შვილებით გამწარებული.ადამიანურად ვწერ და გთხოვთ გავერთიანდეთ არ მივცეთ საშუალება არავის დაწყებული ადვოკატებით,ტყუილით გაგვიბრუონ თავი.რაც შეეხება ხეჩიკაშვილს,ტარიელ შენი სიტყვა საქმედ აქციე,და ნუ დაიხევი უკან.ბოლომდე მიყევი საქმეს,რომელმაც ყველას გული მოგვიკლა,ეგ საქმე შენი პირველი საზრუნავია,შეცდომაში არ შეგიყვანოს,შენი უბნის ვაი სპორცმენების დამცველებმა.

  9. ანონიმური

    Ashkara vigac mfarvelobs am xalxs ubralo ginebaze uceb icheren am sakmeshi minimum figurirebs jgufuri tavdasxma dazianeba es faktia amitom dgesve unda daidos shedegi

    1. კატო

      გეთანხმებით! რაღაცაშია საქმე. აქ პატრულის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, მცხეთის სახლის მეპატრონის საკითხიც, იუბილარის მშობლების საკითხიც, მოკლედ მთელი ჯაჭვია….. ამ კორონა ჟამს ამდენი ადამიანის შეკრება რომ აკრძალულია მხოლოდ ფურველზე წერია ხო? და აი იმიტომ არ ვართ სახელმწიფო!!!!

      1. ანონიმური

        გეთანხმებით სრულიად,კატო!

  10. ანონიმური

    Aewvat ar undat bichebs srokze wasvla kai komfortuli cxovreba undat

  11. ანონიმური

    Spirtsmeni kaci alnaturit rogor midixar sad gakvt surcxvili visac erevit imas shagravt visac vera imatan milinkebi xart

  12. ანონიმური

    Xalxi idxovs dgesve daidos shedegi tu ara mteli eri rustavelze

    1. ანონიმური

      ყველა ქართველი დედის შვილია გიორგი ჩვენ მოგვიკლეს ქართველი ვაჟკაცი ამიტომ დაისაჯონ ყველაიქ მყოფი რომ სხვამ აღარ გაიმეოროს და კიდევ არ მოგ იკლან ასეთი ლამაზი სულის კაცი

  13. ანონიმური

    დაისაჯოს უკლებლივ ყველა, არ მჭირდება მაგათი არც რაგბისტობა და არც ჩემპიონობა! გონებაჩლუნგი და სადისტი ხალგაზრდები! მთელი საქართველო რუსთაველზე!

  14. ანონიმური

    Goneba chlungebi arian aba vin arian vigac xar almaturit rom gadadixar jer garkvie vin arian ra brali miudzgvit eg almatura ar xar girsi trakshi gagijeton axla

  15. ანონიმური

    ჯერ ადამმიანობა უნდა ისწავლო.იყო მიმტევებელი ჰუმანური და მერე რაგბი და დანარჩენი.რა თავში გივარდებათ რაგბისტობა თუ მოჭიდავობა.ყველამ უნდა აგოს პასუხი
    მშიერმა რომ პური აიღოს მაღაზიიდან იმას არ პატიობთ იმიტომ რომ ღარიბია და პატრონი არ ყავს მაშინვე დაიჭერთ.ამათ ეტყობათ ვიღაცეე ბის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და მიტომ ბედავენ ამდენს

  16. ლაშა ფშაველა

    სპორცმენები რომლებიც ძალოსნურ სახეობებში ასპარეზობენ, იძულების წესით, მოსყიდვითა და ა.შ. დღეს გადაქცეული ყავთ ზონდერ ბატალიონებად, რომლებიც განსხვევული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან და ფიზიკურად უსწორდებიან, თავისუფალ დროს კი უდანაშაულო ახლაგაზრდა ადამიანების ხოცვით ერთობიან იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომით არიან გათამამებულები. მათ პატრონებს კი ასე აწყობთ, ყურებით რომ ყავთ გამოჭერილი ეგ ბიჭები, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს პატიობენ ვინაიდან შორს აქვთ უკვე შეტოპილი და საქმეს როგორც დაჭირდება ისე გამოიყენებენ. ყველა დამნაშავე უნდა სამაგალითოდ დაისაჯოს – მახინჯი სისტემა თუ არ დაინგრევა ასეთი ტრაგედიები ისევ განმეორდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.