“დამაწვინა ბიცოლას საწოლზე, გაიხადა და დამაწვა” – 6 წლის გოგონას სკანდალური ჩვენება და გათავისუფლებული ბრალდებული

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის საქმეზე, რომელიც პროკურატურამ გურჯაანის საქალაქო სასამართლოში წააგო და ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი:

დაზარალებული 6 წლის ბავშვის ჩვენება, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, წერია, რომ მამაკაცი ძალადობის გარდა, სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

„ამიყვანა ხელში, წამიყვანა ოთახში. დამაწვინა ბიცოლას საწოლზე. ჩამიწია ტრუსი და შორტები. ამის შემდეგ თვითონაც გაიხადა და დამაწვა.

მითხრა, თუ დავიყვირებდი ან დედას ვეტყოდი, მომკლავდა. აგრძელებდა გარყვნილ ქმედებას. ამ დროს ოთახში შემოვიდა ჩემი ბიძაშვილი, რომ დაგვინახა, გაიქცა. მოძალადე მას გაეკიდა. მე ყველაფერი დედას მოვუყევი“

ამ ჩვენების მიუხედავად, პროკურატურამ მოახერხა და საქმე წააგო – სასამართლომ 58 წლის მამაკაცი 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა განაცხადა, საქმეში ორი არასრულწლოვანის ჩვენება დევს, რაც მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია.

“ალია” – უცნობია, პროკურატურამ ჩაატარა თუ არა არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და დაურთო თუ არა საქმეს ჩვენებებთან ერთად – იმედია, გასაჩივრებისას მაინც გამოიყენებს “ალიას” რჩევას.

რაც შეეხება დაზარალებულის ადვოკატს, იგი სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიხედვით მხარე არ არის – შესაბამისად, წაგებულ საქმეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პროკურატურას!

  •  
  •  

კომენტარი

  1. hm

    ეს ბიძინას ბიძაშვილი რომ არის მიტომ ხო ალბატ, არ გაიხაროს მოსმარტლემ
    ამ ქვეყანას წინსწვალ არ უწერია ამ არაადამინების ხელში,

  2. ანონიმური

    sanam taviant shvilebs da shvilishvilebs ar sheemtxveva manamde sxvis gamwarebas pexebze daikideben mara upali xedavs igeve elit tavisebsac da mere gaixseneben yvela gamwarebul bavshvsac da didsac, miaxvriton erti ori da mesame agar gaimeorebs ras erchian am pawawina bavshvebs rom ungrev cxovrebasac sicocxlesac.

  3. ანონიმური

    Магат швилебс да швилишвилебтан цавидес его каци да мере икнеб дасажон р

  4. g what

    This post gives clear idea in support of the new viewers of blogging, that
    in fact how to do blogging.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.