“დამარტყეს და მითხრეს, ეს მირიან ნიკოლაძისთვისო”- ბრალდებულის მამა სცემეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის მამა ირწმუნება, რომ მას მოკლული ფეხბურთელის ბიძის მირიან ნიკოლაძის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თამაზ ხომასურიძეს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზინებები აღენიშნება და ის პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ზ.ხ-ს მამის თქმით, მას ილურიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან 4 პირი დაესხა თავს.

“4 პირი იდგა ჩემს სახლთან, დამიძახეს საქმე გვაქვსო, ჩავიცვამ და გამოვალთქო. როგორც კი ჩავედი ერთ ერთმა დამარტყა და დავეცი. ამბობდნენ ეს ზაუტაშვილის გამო, ესეც მირიანის გამოო. მეორეჯერ ხმას თუ ამოიღებ უარესი მოგივაო.

მივმართავ მირიანს (ნიკოლაძეს) ამით ვერ შემაშინებ. ახლა ჩემი ჯერია”- აცხადებს ხომასურიძე.

მისი თქმით, პოლიცია მან გამოიძახა.

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    ეს ისეთი პროფესიონალია,ძალად გაალახინებდა ვინმეს თავს რომ ეს ეთქვა,ამას რა დაეჯერება.

  2. კაცი კი არა ნაგავია.

    სრული აბსურდია, კაცი ნახალოვკას აკონტროლებს და საკუთარ სახლთან ცემეს?, ან დაეცა / ის ან მთვრალია ან კაეფშია./ ,ან მსუბუქად იცემა თავი, რომ მერე თქვას, სამაგიერო გადაუხადეო.

    1. ანონიმური

      იმ ნახალოვკაში რა ვუთხარი ეს რომ გააკონტროლებს.

  3. მარო

    მაგ სიმართლით იარე

  4. მარო

    უნამუსობის ზენიტი

  5. ანონიმური

    შენ ყოველ 15 წუთში ხარ საცემი, ნარკოშა

  6. ნათი

    დაუჯერებელია ეს გალახვა.შეგნებულად თვითონ დადგამდი ამ სპექტაკლს შენი ამფსონების დახმარებით რათა გაამართლო ის სიტყვები რაც დაქადნებებს ეხება

  7. ანონიმური

    იქნებ შენი დამპალი წარსსულისთვის. გცემეს გეტყობა რა ფრენის ყვავი ხარ.

  8. hm

    არ მჯერავს ამის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.