დაკავებულ ბოკოვს ჩვენ ხელისუფლებაში ჰქონდა საყრდენი – სკანდალური ინტერვიუ

“2020NEWS”-თან მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ინგუშ ვამსამბეგ ბოკოვს, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის სავარაუდო შემსრულებლად მიიჩნევენ, ხელისუფლებაში „საყრდენი“ ჰყავს.

„ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი, ვინც რუსეთიდან შემოდის საქართველოში, აქ, ხელისუფლებაში საყრდენი აქვს. გავიხსენოთ, 2015 წლის თავდასხმა ზელიმხან ხანგოშვილზე, რომელიც შემდგომ გერმანიაში მოკლეს.

საიდან შემოვიდნენ ისინი საქართველოში? ვინ გაატარა ? ვინ გაუშვა? აქ მათ ჰქონდათ საყრდენი და შემოვიდნენ რუსეთიდან, პირდაპირ ჩაცხრილეს ადამიანი, ადგნენ და წავიდნენ.

ასეთი რაღაცეები ხდება. ბოკოვი შემოვიდა საქართველოში და აქ ჰქონდა საყრდენი, 2 თვე თუ 4 თვე, არ ვიცი, ზუსტად. ჰქონდათ განზრახული, რომ მკვლელობა ჩაედინა, მაგრამ გვარამიას ჯგუფის თუ ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დროულად იქნა დანაშაული გამოკვეთილი და ეს ადამიანი აიყვანეს.

ვამსამბეგ ბოკოვს, რასაკვირველია მე არ ვიცნობ, არც გამიგია. პანკისის ხეობაში მის სტუმრობასთან დაკავშირებით, გაჟღერდა ინფორმაცია და რამდენიმე ვერსია დაიწერა კიდეც. ის ოჯახი, ვისაც ბოკოვი სტუმრობდა, ხასო ხანგოშვილი, მთელს ხეობაში ყველაზე საპტივცემულო ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში, ქართველებსა და ქისტებს შორის, ხიდს აშენებდა.

ეს ის ადამიანია, რომელიც ღირსებით, ვაჟკაცობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. მთელს საქართველოში, თითქმის ყველა რეგიონში თუ ვინმეს აზრი და ჭკუა მოეკითხება, ყველა ხასო ხანგოშვილის მეგობარია.

არ ვიცი, როგორ ან რატომ, მაგრამ ბოკოვი მასთან სახლში აღმოჩნდა, ისიც 5-10 წუთით გაჩერდა და წავიდა. მას ბოკოვთან უშუალო შეხვედრები არ ჰქონია.

ჯოყოლოს ამბავზე რომ ჩამოვიდნენ ჩეჩნები, სისხლის პატიებაზე, ბოკოვი მათთან ერთადაც გამოჩნდა. ნებისმიერს შეუძლია, ინიციატივა გამოიჩინოს და მივიდეს პატიების თხოვნის პერიოდში.

ძალიან ბევრი ინგუში თუ ჩეჩენი იყო მაშინ აქ და სწორედ მათთან ერთადაც გამოჩნდა იგი.

დანარჩენი მასთან დაკავშირებით ხეობაში სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

პანკისის ხეობა არ არის გამოყოფილი, ხეობა არის საქართველოს ნაწილი და ჩვენ ამას ხაზს არ უნდა ვუსვამდეთ.

ეს ადამიანი საქართველოში შემოღწეულია და ეს არის დღევანდელი ხელისუფლების, ძალოვანი სტურუქტურების არაადეკვატურობა, არაპროფესიონალიზმი. ეს არის და ეს.

პირდაპირ და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა თემირლანის მკვლელობის შემდეგ ჩემი გაუტეხავი ბრძოლა, ხასო ხანგოშვილის ოჯახშიც ზუსტად იმას გაიმეორებდნენ. ღამით შევარდებოდნენ. ოჯახში ძალიან ბევრი ბავშვია და დიდი ოჯახია, რაღაცას დააშავებდნენ. ესენი არიან მშიშრები და ლაჩრები.

ზუსტად ჩემმა ბრძოლამ გამოიწვია, რომ მიხვდნენ, ასეთი რამ ხეობაში არ უნდა განმეორდეს. ხასო ხანგოშვილთან დღისით, შუადღით დიდი მოკრძალებით ავიდნენ, გაჩხრიკეს და გამოვიდნენ.

ეს ზუსტად მაჩალიკაშვილის ბრძოლამ გამოიწვია.

რაც შეეხება იმას, რომ ბოკოვმა ხეობაში სხვა სახელი გამოიყენა, როგორც ჩანს, ჰქონდა რაღაც ჩაფიქრებული. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საერთოდ ხეობაში, ჩვენთან, ქისტებში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც თითქმის ყველა პიროვნებას ორი სახელი და გვარი აქვს.

ერთი სახელი და გვარი იწერება დაბადების მოწმობაში, რომ ადვილად იყოს წასაკითხი, ჩრდილო კავკასიაში ხომ რუსულად არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული, საქართველოში კი -ქართულად . ასეა ქისტებშიც, მაგალითად რომ ავიღოთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, მე ვწერივარ ქართულად, ისე კი, დაბადების მოწმობაში წერია და დაბადებიდან ჩემი სახელია ვახა.

ასე, ჩრდილოეთ კავკასიაში თითქმის, ყველას აქვს ორი სახელი. შესაძლოა, მან პანკისში რომ იყო ჩამოსული, გვარების შერიგებაზე, უხუცესებსა და სხვა ქისტებს მეორე – მუსულმანური სახელი წარუდგინა და ქაღალდებში კი, სხვა სახელითა და გვარით არის რეგისტრირებული.

მეორე საკითხია, რომ თუ ნებისმიერ ადამიანს დანაშაული აქვს ჩაფიქრებული, ის თავისთავად თავის სახელსა და გვარს ყოველთვის დამალავს“

  •  
  •  

კომენტარი

  1. კოტე

    ვაი და უი შენ პატრონს. საქმე ძიებაშია და შენ უკვე გამოიძიე? თუ რამე იცი ამისთანა ე.ი. ცნობ ამ ხალხს

  2. ანონიმური

    სპეცნაზელი ვინც მოკლა დასაყრდენი შენ იყავი შე ყლეოოოოოოოოოოოო

    1. Tato

      ხალხი,ცეცხლში,რო ამობუგეს,საკუთარ სახლებში,ლაფარყურში,ჩახოცილებს ღალატით,რო,არ გამარხინებდნენ,მაშინ,სად,იყო ასეთი,ავტორიტეტი,პიროვნება,ბატონი,ვახა

  3. 🤮🤮🤮

    დაგაჯვი მაგ თხის წვერზე!!!

    1. ანონიმური

      👍

  4. ჯინო

    რა უნამუსო ადამიანია!როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს.იქნებ შენი მიშას მთავრობაში ყავს დასაყრდენი

  5. merabi-3 OMIS VETERANI.

    VAXA, SHVILIS SIMZAPEM SUL GAMOGAKLEVA, MISHA RAS GISHVREBODAT-DAGAVIZKDAT?

  6. ანონიმური

    👍

  7. ანონიმური

    შე ჯოჯოხეთის მაშხალა , შენ ნაცების მლოკველო ,ვინ ჩემი ფეხებიხარ , რომ ყველგან ძვრები ვის დაკარგვიხარ გააჯვი , შენი შტერი დედაც , შენღა გვაკლიხარ

  8. ელენე

    როგორ არცხვენთ ქართველობას რას წერთ რას ბოდავთ გეტყობათ კლავიატურაზე წერა ისწავლეთ და თქვენს ბინძურ აზროვნებას აფრქვევთ უქნარებო და თაღლითებო.ბავშვობაში ღორებივით გაჭმევდნენ და არაფერს გასწავლიდნენ.?

  9. ანონიმური

    რა უნამუსოები ხართ რას წერთ არ გრცხვენიათ

  10. ანონიმური

    ეს მაჩალიკაშვილი ნამეტანი ცხვირს რხომ არ ყოფს პოლიტიკაში?!

  11. ანონიმური

    წადი პანკისში მიხედე სიოფელს რომ გამოგიდია ჩემსიგრძე ენა

  12. იზოლდა

    ვახა არც მშიშარა არც შტერი არც….და ა. შ. მას უნდა შჳილისთვის იძიოს შური.ეს სრულიად გასაგებია ,მაგრამ პოლიტიკაში არ უნდა შეიჭრას. ეს საქმე მარტო ჩვენთან არ არის ბინძური .ახალ ხელისუფლებაშიც შეიXლება ვერ .მიაღწიოს. შედეგს. აი ჩვენი მთავრობა კი ფხიზლად. უნდა იყოს. იქაც აქაც …იმათთანაც და მათთანაც . მთავარია ქვეყნის მტრები. იცოდეს ზეპირად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.