დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას წულუკიანის წინააღმდეგ?

პროკურატურამ უარი განაცხადა, ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს – ინფორმაცია მედიას ნინო ლომჯარიამ მიაწოდა.

“ჩვენ ძალიან ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური პასუხი პროკურატურისგან და ისინი უარს აცხადებენ დაიწყონ გამოძიება. მიაჩნიათ, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო. ვესაუბრე შესაბამის პირებს და ჩემი პოზიცია კვლავ უცვლელია – ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე ზეგავლენას, რაც იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსით. ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას და მხარდაჭერას. არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას შევხვდით და ისინი გამოხატავენ ჩვენს მიმართ მხარდაჭერას”

საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას: პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა გამოაქვეყნა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მსჯავრდებულთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი. ლომჯარიას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრები აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისგან, რითაც სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლება. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ლომჯარიამ კარგად გადახედოს კანონებს აჯობებს და მერე მოითხოვოს ამ სისულელეზე გამოძიების დაყწება

    1. ირინა

      ანონიმური რატომ ხარ?
      შენ უკეთ იცნობ კანონებს,ვიდრე ლომჯარია?

  2. ანონიმური

    არ უნდა დაიწყოს რათქმაუნდა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.