დაიცავი თავი ვირუსისგან – 9 სავალდებულო რჩევა

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც მსოფლიოს  ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. 

ეს რეკომენდაციები, ვფიქრობთ გამოგადგებათ:

1.  არ იაროთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი, თუ ეს დახურული სივრცეა. 

2.    შესაძლოა ძალიან ხშირადაც იბანთ ხელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მოერიდეთ  და აკრძალეთ ახლობლებთან, ხელის ჩამორთმევა, კოცნა, ჩახუტება.  მისალმების ჟესტად გამოიყენეთ ინდური მისალმება –  ნამასტე, ან მიმართეთ სხვა ფორმებს: ჰაეროვანი მისალმება, იდაყვებით შეხება, თავის დაკვრა… 

3.    არასდროს შეინახოთ გამოყენებული ხელსახოცი ჯიბეში!  გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენებისთანავე გადააგდეთ, შემდეგ კი დაიბანეთ  ხელები.

4.   ეცადეთ არ შეეხოთ ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული, ან გამოიყენეთ ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი, რომელსაც გამოყენებისთანავე გადააგდებთ.

5.     არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

6.    პროფილაქტიკისთვის ნუ  მიიღებთ წამლებს თვითნებურად. ვერცერთი სამედიცინო და ხალხური წამალი თქვენ ჯანმრთელობას ვერ დაზღვევს ვირუსისაგან, პირიქით მედიკამენტების თვითნებურმა მიღებამ  შესაძლოა სხვა პრობლემებიც კი შეგიქმნათ.

7.    არ იაროთ იმ ფეხსაცმლით სახლში, რომლითაც ქუჩაში იარეთ.

8.    იმ შემთხვევაში თუ შენიშნავთ ვირუსის სიმპტომებს, არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, დაუყოვნებლივ განმარტოვდით და დაუკავშირდით სამედიცინო ჯგუფს. 

9.   და ბოლოს ყველაზე მთავარი –  ნუ ჩავარდებით პანიკაში! ნუ იყიდით უამრავ პროდუქტს/

ესპერსონა

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.