“დავიხედე და პირით ჩაჭიდებული იყო პითონი” – უნიტაზიდან ამომძვრალმა გველმა მამაკაცს სასქესო ორგანოზე უკბინა

ტაილანდში თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც უნიტაზზე ჯდომის მომენტში პითონმა სასქესო ორგანოზე უკბინა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 წლის სირაპჰოპ მასუკარატმა ტუალეტში ყოფნის დროს უეცარი ტკივილი იგრძნო სასქესო ორგანოზე, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მას შხამიანმა გველმა უკბინა.

აღნიშნულის შემდეგ სირაპჰოპი შემაძრწუნებელი კივილით გამოიქცა აბაზანიდან, რომლის შემდეგაც იგი მშობლებმა რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმებმა დაზარალებულს სამი ნაკერი დაადეს და ანტიობიტიკებით დაუმუშავეს ნაკბენი, რათა ბაქტერიების ნეიტრალიზება მოეხდინათ.

„უნიტაზზე ვიჯექი და სწორედ ამ დროს უეცარმა ტკივილმა შემაწუხა, ქვემოთ დავიხედე და აღმოვაჩინეს რომ პენისზე პირით ჩაჭიდებული იყო პითონი, რომლის ნაკბენის შემდეგ მთელი იატაკი სისხლით მოისვარა. მართალია ეს პატარა გველი იყო, მაგრამ ძალზე მტკივნეული შეგრძნება ჰქონდა მის ნაკბენს, ვიმედოვნებ, რომ ჩემი პენისი მალე გამოჯანმრთელდება“ – განაცხადა სირაპჰოპმა.

შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ ცხოველთა მომთვინიერებლები, რომლებმაც უნიტაზში გახვეული გველი სპეც მოწყობილობით ამოიყვანეს.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარი

  1. თეა წულუკიანის ქმარი

    ყლეზე კბენის რა გითხრათ და მინეტი ნაღდად გაუკეთებია გველს ჩემთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.