“დავასახელებ ხელისუფლების სატელიტ ძალებს” – რას ეხვეწებიან პარტიები ივანიშვილს?

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, რომელმაც დაანონსა, რომ პოლიტიკაში მოდის:

– უკვე აგორდა სოც–მედიით თქვენს წინააღმდეგ ათასგვარი ხმები. რუსეთისგან მართულებს, რუსულ პროექტს რომ გეძახიან, ახალი არ არის, ძველია. ამბობენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი დაგაფინანსებთ არჩევნებზე, შეგიყვანთ პარლამენტში და „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია იქნებით.

– უკვე იმდენ სისულელეებს ლაპარაკობენ ჩვენზე, რომელს გავცე პასუხი, აღარ ვიცი. კაპიტანი ეკა გიგაური რუსეთუმეობას გვაბრალებს და ამბობს, რომ რუსეთიდან გვაფინასებენ. ეგ ქალი არის  ამ ქვეყნის მტერი. მაგას სასამართლოში ვუჩივლებ, დაამტიკოცოს მერე, ვინ გვაფინანსებს რუსეთიდან და რუსეთის რომელი პოლიტიკური თუ სხვა ძალების დაკვეთას ვასრულებთ, რასაც როშავს. მოუწევს კაპიტან გიგაურს, ბოდიშის მოხდა და მორალური კომპენსაციის გადახდა „ქართული მარშისთვის“. რაც შეეხება ხელისუფლების სატელიტებს, მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალებს. გიორგი ვაშაძე და მისი მოძრაობა შექმნა ხელისუფლებამ, „გირჩი“ შექმნა ხელისუფლებამ,  ყველამ კარგად იცის, ძმებ კუბლაშვილებს შეარჩინა ყველაფერი, მრავალი დანაშული, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დროს ჰქონდათ ჩადენილი. ეს ყველაფერი რომ აპატიეს, ერთი მიზეზი ამისა,  „გირჩის“ შექმნა, მისი პატრონობაა. 48 მილიონის ქურდი გიგი უგულავა სხვაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, ჩვენს დაფინანსებაზე საერთოდ ხმას რომ ამოიღებს, ეს არის უბედურება.

გიგა ბოკერია ძალიან კარგ ურთიერთობაშია „ქართულ ოცნებასთან“. მამუკა მდინარაძესთან კონსულტაციის გარეშე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და სახალხოდ სპექტაკლებს დგამენ, თითქოს ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი. გიგა ბოკერიამ სააკაშვილს, სულიერ ძმასაც კი უღალატა ივანიშვილის  ფულის გამო. ეს გიგა ბოკერიაა, ზვიად გამსახურდიას რომ ებრძოდა იარაღით ხელში, ელენე თევდორაძე ხელს ადებს, ის იყო „ციხის ბუნტის“ მოთავეო, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  

ნათელაშვილის პარტიის შტაბში რომ არიან შეკრებილები, იმ პარტიების 70%–ს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს,  ეხვეწებიან ბიძინა ივანიშვილს, ორი კაპიკი გადმოგვიგდე და რასაც გინდათ, იმას გავაკეთებ, ბატონო ბიძინაო. პასუხის გაცემის ღირსადაც კი არ მიმაჩნია არც ეს ხალხი, არც სხვები, ვინც გვაბრალებენ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. არჩევნები გამოაჩენს, ვინ ვის აფინანსებდა, დააფინანსებს და მერე ვინ ვისი სატელიტი გახდება.  არაფერი დაიმალება.  ჩვენ არავისთან არ ვართ, ჩვენ ვართ ქართველ  ხალხთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა მართოს საკუთარი სახელმწიფო.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №19

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ბიჯოო, ქართველ ხალხს არ უნდიხართ. მიდი ჰე, 10 კაციანი უპატარძლო ქორწილი ქენიით!

  2. ანონიმური

    au rogot uchirs ocnebas am ojaxmorknulebs ro eseti kleebi mokavt politijashi bregadze korkota kleta beladebi amiton isev iqvar ocnebis mxardamcherebo tqven dedebs shevacuce anti patriotebo

    1. ვაი

      კორკოტას ყლე ჭამეთ შენც ანინიმურო ყლეო და იმათმა,ვინც შენს აზრს იზიარებს

  3. Bidzina

    წადით ბიჭო რუსებს ოკუპაცია გაუპროტესტეთ ხომ ვითომ პატრიოტები ხართ .თქვენნაირებიღა აკლია ისედაც ჯოგად გცეულ პარლამენტს

  4. იოსები იბესოი

    მთთელლიი სერიოზულობით მაინტერესებს!! : რატომ წერია ეს ახვარი კაცების სიაში??!! ეს ის არსება არ არის სასწრაფო დახმარების კარეტიდან წიხლით რომ ვერ აგდებდნენ, სანამ მაგისიანებს ჟეჟავდნენ? სადღობელაშვილიც კი არ გაიქცა (ან, ვერ გაიქცა)… ეგეც კი..!

  5. ისტორია

    შე პრაშმანდოვკა კაცო, გია ჟორჟოლიანს რომ ხელს ადებდი, ზვიადისტი გვარდიელი ბიჭის წამებაში იღებდა მონაწილეობასო, მაგის მერე მინისტრის მოადგილე გახდი ქართულ ოცნების მთავრობაში, იმ ოცნების პარლამენტში, სადაც ჟორჟოლიანი პარლამენტის სპიკერი იყო,

    შე ჩათლახო, როგორ ეგუებოდი იმ მწამებელს ერთი საბანი რომ გეფარათა მაშინ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.