“დაე, აქ, ჩემ გვერდზე იცოცხლოს, გულისწორიც იპოვოს და ჭრელ კაბაშიც დაბერდეს…”

თამუნა ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, ავრცელებს თინათინ მღვდლიაშვილის წერილს და ლექსს:

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!

რა ლამაზი გოგონაა!..

ამ გოგონას დაბერება არ ეღირსა!.. და, მაინც, ამ სახეს, ამ სილამაზეს და საუცხოო ყვავილწნულს გვერდი ვერ ავუქციე!.. დაე, აქ, ჩემს გვერდზე იცოცხლოს, გულისწორიც იპოვოს და ჭრელ კაბაშიც დაბერდეს

თამარი – ქვემო ქართლის ნაცრემლარი მინდვრების მანათობელი ციცინათელა!ნაადრევად მოწყვეტილი შროშანი!

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,

ფარად მოგცეს არწივივით ქმარი…

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..

იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა…

ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..

როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,

ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,

ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს

და მფარველი ანგელოზის ფრთები.

აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,

აფრიალე თმები გიშრისფერი…

ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,

ერთი ქალიც, – შენი ფეხის მტვერი.

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..

თინათინ მღვდლიაშვილი 1996 წ.

  •  
  •  

4 Comments

  1. დათო

    ნეტაი ამ ქალს ლექსებისთვისაც რო იცლის

    1. ანონიმური

      სიროო

      1. დათო

        სიტყვები შეარჩიე უზრდელო

        1. ანონიმური

          ვინ ხართ ასეთი უგულო?!გამხნევების ნაცვლად, რატომ განიკითხავთ დედას, რომელსაც ყველგან შვილი ელანდება.თამარს ეძღვნება პოეტის სიტყვები, ამიტომაც ძვირფასია შვილმკვდარი დედისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.