დადიანების მუზეუმის ეზოში მდებარე საპირფარეშო აუქციონზე გაიტანეს

დადიანების მუზეუმის ეზოში, 38 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საპირფარეშო აუქციონზე გაიტანეს. საიჯარო ქირის წლიური საწყისი ფასი 800 ლარია. აუქციონის პირობაა შენობის დანიშნულების შენარჩუნება და სანიტარული ნორმების დაცვა.

უძრავ ქონებას სარგებლობაში, ერთი წლის ვადით გადასცემენ გამარჯვებულს.

საპირფარეშოს რომ აუქციონზე გაიტანდნენ, ამის შესახებ გადაწყვეტილება შარშან, დეკემბერში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

მაშინდელ სხდომაზე ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა – მართალია თანხა ცოტაა, მაგრამ ითვალისწინებენ, რომ დატვირთვა სეზონურია. კერძოდ, მეტი მომხმარებელი ამ საპირფარეშოს ზაფხულში ჰყავს.

წყარო: livepress.ge

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.