“დადატურდა, რომ მათ შაქარაშვილთან შეხება არ ჰქონიათ – ტანსაცმელი ჩააბარეს გაურეცხავ მდგომარეობაში” – ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას ბრალდებულების ადვოკატები ეხმაურებიან. მათი თქმით, დასკვნა ადასტურებს, რომ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებულების დნმ პროფილი არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე.

,,გარდაცვლილის სხეულზე, ტანსაცმელზე, ჩანთაზე არანაირი დნმ პროფილი არ აღმოჩნდა იმ ბრალდებულების, ვისაც ბრალად აქვთ შერაცხული 109-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა და აღნიშნული ადასტურებს, რომ ტანსაცმელზე, ფრჩხილზე და ა.შ. იქ არსებული კვალი არ ემთხვევა ბრალდებულების დნმ-ის პროფილს,” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე, რომელიც არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ის დასტურდება რაზეც ადვოკატები მუდმივად საუბრობდნენ.

,,ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ამ ხალხს გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონია. არჩილ გაგნიძემ მისი ტანსაცმელი ჩააბარა მეორე დღესვე, როდესაც ის პირველად გამოკითხეს. გაურეცხავ მდგომარეობაში” 

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    უხ თქვე გველებო ,თავისით მოიკლა ხომ თავი

  2. უფლის რისხვის გეშინოდეთ მკვლელებო.

    გარეცხილის გასვრაც შეიძლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.