დააჯახეს თუ არა გიორგის მანქანა? – “დამტვრეულ ბავშვს დატოვებდნენ და გაიქცეოდნენ” – რას ჰყვება ექსპერტი და რას პასუხობს “ალიას” მირიან ნიკოლაძე?

გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად, – ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

,,შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით”

“ალიამ” თავის მხრივ არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაცია, ვერც ერთი ექსპერტი ვერ იხსენებს შემთხვევას, იმ ზომის დაზიანებები, რაც ჰქონდა გიორგი შაქარაშვილს საზარდულის მიდამოებში, როდესმე შეფასებულიყოს მსუბუქ დაზიანებად და ასევე, ძალიან უცნაურად ეჩვენებათ, რომ ამ ზომის დაზიანებების მიღების შემდეგ, შინაგანი ორგანოები დაუზიანებელია.

“ალიას” ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ ჰქონდა ვერსია, რომ გიორგის მანქანა დაეჯახა, ჩვენ ეს კითხვა დავუსვით ადვოკატ მირიან ნიკოლაძესაც, რომელმაც ასე გვიპასუხა:

“რა მანქანის დარტყმას? ექსპერტი ამბობს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიზანმიმართული ძალადობით. რომ დაერტყათ მანქანით, იმ დამტვრეულ ბავშვს, იმ სიბნელეში დატოვებდნენ იქვე და გაიქცეოდნენ, მეხუმრებით? ბავშვის ჩაყვანა იმ ფერდობზე და არაგვში ჩაგდება? ეს რთული ამბავია.”

მანქანის დარტყმისას, რამდენი სახის დარტყმა უნდა გავითვალისწინოთ ამ კითხვებზე პასუხს ამ მასალაში იხილავთ.

ალია

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ori kvercxi

  2. ანონიმური

    ეს ადვოკატი დასაჭერია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.