„დააბრუნეთ თვითიზოლაცია!… კომენდატის საათი!..“

დღეს კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი – 87 დაფიქსირდა. ამ ფაქტს ყოფილ დეპუტატი ხათუნა ხოფერიას ასე ეხმაურება:

„ვინაიდან, კორონას შემოტევის მეორე ტალღა ასეთი სიმძაფრით დაიწყო, სტატისტიკა გასამმაგდა, კლასტერების არსებობის არეალი ძნელად დასადგენია და ისევ სიკვდილიანობის გაზრდას პროგნოზირებენ, ხომ არ სჯობს, ისევ გადავიდეთ თვითიზოლაციის რეჟიმზე. კომენდატის საათზე, საბანკო და საპემსიო შეღავათწბზე, ონლაინ სწავლებაზე.
ნიშნისმოგებით არ ვწერ!!!
მართლაც, წარმოუდგენელია სკოლებში დაწესებული დასწრება… კვირაში 2-ჯერ უნდა მივიდნენ და დაესწრონ გაკვეთილებს. დანარჩენი დღეები ინტერნეტით ისარგებლონ. … და იმ ორ დღესთან დაკავშირებით ხელშეკრულებაა გაფორმებული კორონავირუსთან, რომლის მიხედვითაც, უს არ დააინფიცირებს ბავშვებს თუ როგორაა ეგ საქმე?!…
ან საარჩევნო უბანზე როგორ იქნება, სიებში ნიღბიან ფოტოებს ჩააკრავენ თუ ნიღბის მოხსნა დაჭირდება ყველას იდენტიფიცირებისათვის?!.. თუ როგორაა ეს ამბავი?!… მაღაზიაში არ შეიძლება და უბანზე კორონა ამომრჩეველს არ ეკარება?!…
ან დრო თუ დათვალეს, რამდენად გაზრდის უბანზე ერთი ადამიანის ყოფნას დეზინფიცირება, ნიღბის მოხსნა- გაკეთება, ან როგორ უნდა ისხდნენ კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები 20-22 საათი ერთ ოთახში ნიღბებით და დისტანცირებულები?…
ეს ისე, უცებ რაც გამახსენდა…
ჰო და, დააბრუნეთ თვითიზოლაცია!…
კომენდატის საათი!.. გარწმუნებთ, ასე უმჯობესია!…

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ბუ

  2. ??

    ხო, ხო შევიკეტოთ, მთელი ცხოვრება ვირუსის შიშის კანკალით გავატაროთ.არც სწავლა უნდა ბავშვებს, არც ფულის შემოტანა და სამსახურები ოჯახებს.

  3. SOS!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    SOS ! არაა გამორიცხული ეს ნაგავი, ტესტები, რომელსაც ისედაც რეალობის შემთხვევაში მაქს. 30 % ალბათობა აქვს, თვითონ შეიცავდეს კორონავირუსებს.ანუ თვითონ იყოს დაავადებული კორონათი. ასეთი ყალბი ტესტები მილიონობით გამოყარეს ადრეც და ეხლაც ბაზარზე. SOS აბა თქვენ იცით, არ გამოიღვიძოთ არა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.