გუშინ სასწრაფოდ დაგვიკავშირდნენ “ოცნებიდან” – რას ჰყვება ირმა ინაშვილი?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა:

„50-ზე მეტ დეპუტატს აქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება, კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ მოხდეს თანმიმდევრულად ამ განცხადებების განხილვა და არა ინდივიდუალურად, როგორც ეს დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს ჩვენთან მიმართებაში, ანუ ყველა ამ განცხადების განხილვა უნდა მომხდარიყო ერთად და არა ცალ-ცალკე. ახლა ჩვენთან მიმართებაში რა ხდება, „ქართულმა ოცნებამ“ გამოყო მაინც და მაინც „პატრიოტთა ალიანსის სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ?, ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნები“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით.

„ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვიკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?

ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. კი ბატონო, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სიით ბიზნესმენები არიან, რომლებიც ჩვენს ადგილმონაცვლეებს წარმოადგენენ, მაგრამ მე რაღაც ძალიან დიდ სულსწრაფობას ვამჩნევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და წარმომადგენლებს. ჯერ ჩვენი იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, შემდეგ გარკვეული ვადებია და იმის შემდეგ ხდება ადგილმონაცვლეების საკითხის განხილვა. პოლიტიკა არის სფერო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ ქმედებას და ჩვენ ამ ბიზნესმენებთან მიმართებაში სწორედ ასეთი მიდგომა გამოვიჩინეთ. მათ მივეცით საშუალება გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღონ.

ბევრი დისკუსია გვქონდა ამ თემაზე. ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ, აქ არის პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მსჯელობა გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო არ ჩახსნა სია პარტიის თავმჯდომარემ, რომ გაითვალისწინა ეს ფაქტორები და სხვადასხვა მოსაზრებები. პარტიაში არ იყო მხოლოდ ერთი მოსაზრება და ეს ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, სიის წევრებმა მიმართეს ცესკოს განცხადებებით, 128-129 წევრმა მიმართა, რომ უფლებამოსილება მათი არ შევიდეს ძალაში და ვინც არ დაწერა განცხადება, ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის საშუალება. ბატონ ფრიდონ ინჯიას, რომელიც ჩვენი პარტიის წევრია წლების მანძილზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიული საქმიანობისათვის, მაგრამ თუ ბატონი ფრიდონი დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. აი, ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ. ქალბატონ ნანა დევდარიანს განცხადება აქვს დაწერილი არ შევა პარლამენტში.

ყველა რაუნდში მონაწილეობდა ჩვენი პარტია და ძალიან აქტიურად. ველით მეხუთე რაუნდს. ჩვენი ინფორმაციით, იანვარაში უნდა დაინიშნოს ეს რაუნდი და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს“

“ალია” შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით  ზილფიმიანმა  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს ცესკო-სთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

  •  
  •  

13 Comments

  1. ანონიმური

    421s xmismimcemno shegca qocklasterma

  2. ანონიმური

    Amin vinc xmamica ocnebas dedamoutkna coli da kvela qali trakshi

    1. ანონიმური

      შენი მოდგმა მოტყნა თარხან მოურავმა

      1. ანონიმური

        ანონიმურიშენდედასშევეციპირშიშეყლენაც9

  3. ანონიმური

    ვინც ამ სიბინძურეს წერს თქენს ოჯახის წევრებს არ აცდენოდეს თქვენგან.

  4. ანონიმური

    Ირმა სამუდამოდ დაიმარხე თავი და დროა შეეგუო ამ აზრს ,შენ არ ხარ ნაცებთან მებრძოლი ქალი და ეს გავიგეთ , წიხლი კარი ჩვენს ხმებს და პასუხს შემდეგ არჩევნებზე გაიგებ ,მოგენატრება ის ოთხი დეპუტატიც კი დაიმახსოვრე კარგად !

    1. ანონიმური

      ირმა შენ იმდენს იზავ როგორც ბურჯანაძემ შეაძულა ხალხს თავი და ერთი მანდატიც ვერ აიღო აი ისე დაგემართებათ თქვენც თუ დროზე არ მოგებით გონზე.

  5. ანომიმური

    ზილფიბიანი დოდო ყლეეეეეეეე

  6. ანონიმური

    ეგ ზღაპრები სადაც გაგივა იქ მოყევი რა

  7. ანონიმური

    ამანაც დაიწყო უკვე ტყუილები

  8. ნინი

    ირმა ინაშვილო, გრცხვენოდეს… წლების განმავლობაში გაიძახოდი, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დამნაშავეა, კრიმინალები არიანო… თუ მათ გვერდში არ დგახარ, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან მათ სურვილებს ასრულებ…
    2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ ხმა მისცა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. არავითარი გაყალბება არ ყოფილა. რატომ აჰყევი
    თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის თამაშს? რატომ არ შეხვედი პარლამენტში?
    ის, ვინც შენს პარტიას შემდეგ არჩევნებში შემოხაზავს, სულელი იქნება…
    დღეს, როდესაც გვიტევს კორონავირუსი და ქვეყნის შიდა მტრები, სად ხარ შენ?
    ,,პატრიოტთა ალიანსი” კი არა, ,,ქვეყნის შიდა მტრებთან ალიანსი” უწოდე პარტიას, უფრო სამართლიანი იქნება…

  9. ანონიმური

    ირმა შენ იმდენს იზავ როგორც ბურჯანაძემ შეაძულა ხალხს თავი და ერთი მანდატიც ვერ აიღო აი ისე დაგემართებათ თქვენც თუ დროზე არ მოგებით გონზე.

  10. Mano

    ირმიკო შენ ხარ ყველაზე დიდი ფაშისტი და აფერისტი ეგ ტყუილები სახლში მოუყევი შენს ოჯახს და თარხანოს გამყიდველებო ვითომ არ გინდა ანდა არ იცოდი რომ უნდა შეთრეულიყვნენ აფერისტო ყველაზე დიდი გამყიდველი შენახარ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.