გუტა ვაშაძის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ გამხდარა

დღეს დილით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა. 

გუტა ვაშაძე დაახლოებით ერთი თვის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა რის შემდეგაც ის სისტემატიურ მკურნალობას გადიოდა.

პარტიის პიარსამსახურის ინფორმაციით, გუტა ვაშაძის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ გამხდარა, რადგან ის უკვე ვირუსისგან განკურნებული იყო. გიორგი ვაშაძის მამა სხვა თანმხლები დაავადებების გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.