გურჯაანში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის კაცი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მას ცოვიდ-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.​ დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

  •  
  •  

კომენტარი

  1. Kaxelo

    Telavelebo haketet sazgvari sastrafod

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.