გურიაში ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, ტექნიკა და 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. არეალის მონიტორინგი დრონით ხდება.

ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში 8 მარტს ცეცხლი ქარსაცავ ზოლს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა დასახელდა, რაც, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.