გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რთული ფორმები კორონავირუსისგან სიკვდილის რისკს 4-ჯერ ზრდის

ჩინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რთული ფორმები კორონავირუსის ინფექციით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის. ჩინელი ექიმების ეს დასკვნები სამეცნიერო ჟურნალ JAMA Cardiology-ში გამოქვეყნდა.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასთან დაკავშირებულ დარღვევებსა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. უხანში კორონავირუსით ინფიცირებული ყოველი მეხუთე პაციენტისთვის დამახასიათებელი იყო გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რითაც შეიძლება აიხსნას სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაციის დროს“

მას შემდეგ, რაც უხანში კორონავირუსის ეპიდემია გაჩნდა, ადგილობრივმა ექიმებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები კორონავირუსის ინფექციას უფრო რთულად იტანდნენ.

იმედინიუსი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.