გრიგოლ გეგელიას პასუხი გახარიას – წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია

პრემიერ-მინისტრის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადება, რომ ამ მთავრობას ვითომ ადარდებს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ეს უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. გახარიას მხოლოდ 8 წლის თავზე გაახსენდა, ისიც წინასაარჩევნოდ, რომ მისი წინამორბედების და მისივე მთავრობის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკა მთელი ეს წლებია, წამლავს ასი ათასზე მეტ რუსთაველს.

გახარიას და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსთავის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად არ ესუნთქათ ეს მკვლელი ჰაერი. ისინი არც მომავალში არ შეცვლიან არაფერს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, წელსვე მიიღებდნენ შესაბამის ზომებს, როცა ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში იდგა. რა გააკეთეს ამის სანაცვლოდ? დაბინძურებული ჰაერის პრობლემის რეალური მოგვარება ვითომ საშემოდგომო სესიამდე გადადეს, დღეს კი უთვალავი ადამიანის ყოველდღიური გასაჭირი წინასაარჩევნო დაპირებად აქციეს!

არც კი რცხვენიათ, როდესაც ამბობენ, რომ თურმე რუსთაველები ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ყოფილან გაბრაზებული. გახარიამ ეს პრობლემა დღეს დაინახა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვარსებობთ ადამიანები, ვინც ამას წლებია ვხედავთ და ვაპროტესტებთ. რუსთაველები დღეს არ გაბრაზებულან. რუსთაველები გაბრაზებული იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული ანტიეკოლოგიური, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკის გამო. ამ ქალაქის მოსახლეობის დაწამვლაში მთელს პოლიტიკურ კლასს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა გადააქცია რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, სადაც რუსთაველები დაუნდობლად გაწირეს ნელი სიკვდილისთვის. გახარიასთვის ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილია და სხვა არაფერი, რუსთაველებისთვის კი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც იწვევს უამრავ დაავადებას, დაბალ ნაყოფიერებას, ზრდის ბავშვთა არასრულფასოვანი განვითარების რისკებს და აუარებელ ჯანმრთელობის პრობლემებს.

საბედნიეროდ, შემოდგომის სესიაზე გახარიას და „ქართული ოცნების“ პარლამენტი ვეღარ გადაწყვეტს კანონების და ხალხის ბედს. „ლელო“ უზრუნველყოფს იმას, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ჩვენ გავამკაცრებთ როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულებას. ყველა საწარმო, თუ კერძო პირი, ვინც ადამიანების მოწამვლაზე იქნება პასუხისმგებელი, დაისჯება უმკაცრესად. ჩვენ რუსთავს გავამწვანებთ ისეთი სპეციალური ნარგავებით, რომლებიც შთანთქავს მავნე ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვასა და ჩვენი შვილების კეთილდღეობას ვნებს და ფეხქვეშ თელავს. ვიმეორებ, კანონი და შესაბამისი რეგულაციები აღსრულდება უმკაცრესად, და არა ისე, როგორც წარსულში და დღეს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე უმთავრესი ჩემთვის არაფ

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ისე აგიდგა გვერდები, როგორც ლელო მოვა ხელისუფლებაში.ამდენი ხანი ჭურში იჯექი?ეხლა გაგახსენდა ეკოლოგია?

  2. ანონიმური

    ეს რა სირია

  3. ანონიმური

    ბიძინა არის დაუნახავი მოღალატე ! !!
    მისი მთავრობა ბიუჯეტის მუქთამჭამელთა ხროვა!
    საქართველო დალპა!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.