გორში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა – „ნასვამი მამა იყო საჭესთან და შვილი კალთაში ეჯდა“

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას, 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    12 წლის მოზარდი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა.

    „შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, შვილს მამისთვის უთხოვია მანქანით გამასეირნეო. მამა ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ შვილს უარი ვერ უთხრა“, – ამბობენ მეზობლები.
    შვილს ხათრი ვერ გაუტეხა და მოკლაა?!

  2. ანონიმური

    ეს ქვეყანა იქცა დიიიიიდ გაუგებრობად!!!

  3. ანონიმური

    ბავშვის გარდა არავინაა შესაცოდი!
    შესაცოდი კი არა,ციხეში ჩასაყრელია ყველა!
    მამაზე აღარაფერს ვამბობ,მკვლელია,თანაც წინასწარ განზრახვით! (როცა მთვრალი საჭესთან ჯდები,პოტენციური მკვლელი ხარ,როცა მთვრალი წინ შვილს იფარებ და ისე ჯდები საჭესთან-განზრახ მკვლელი!)
    მკვლელობის ხელშემწყობია ყველა ის(დედა და გარშემომყოფნი) ვინც ამ იდიოტს ბავშვის ჩაჯდომის უფლება მისცა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.