გორთან მომხდარი ავარიისას დაშავებულები კლინიკა “გორმედიდან” უკვე გაწერეს

გორთან მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა პაციენტებმა კლინიკა “გორმედი” დატოვეს. ექიმის განცხადებით, მათ საჭირო დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ.

ღამის მანძილზე 1 მძიმე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 პაციენტი გადაყვანილია თბილისში კლინიკა “ჯერარსში”.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. უცხო ქვეყნის ნომრების მქონე ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის დროს ადგილზე 5 ადამიანი დაიღუპა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.