“გმირი ჩვენ გვყავს, სხვას გადაეფარა, სხვას დაუთმო სიცოცხლე… ჩემი მწვანეთვალება ჭაღარა ბიჭი”

მადონა ბეგიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს გუდაურში მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის ფოტოებს და წერს:

“16.02.202.. ზარი: „თაზო მოკლეს”…აქ გაჩერდა დრო… აი ამ დროს გაწყდა ჩვენი დიდი ოჯახის გრძელი ჯაჭვი.

იცით ვინ იყო თაზო?გეტყვით: ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მშვიდი, ყველაზე თბილი და ყველაზე მაგარი ადამიანი.

8 თვის იყო რომ დაობლდა. 25 წლის დაქვრივებულმა დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და დაადგა ცხოვრების ეკლიან გზას სამ შვილთან ერთად.

ვინ მოსთვლის რამდენ სირთულეს წააწყდა მაგრამ არ დანებდა, სამივე ბიჭი მაგარ ვაჟკაცებად გაზარდა. მაგრამ, ალბათ, აღზრდაში დაუშვა შეცდომა, მათთვის საკუთარზე მეტად სხვისი სიყვარული უსწავლებია…

მაგარი დედაა, გმირი შვილი გაზარდა, აი ისეთი შვილი მკვდარიც რომ გეამაყება ადამიანს… და შენ მკვლელოო მარტო თაზოს ცოდვა კი არა, მისი გაუხარელი დედის, მისი ორი ფრთამოტეხილი ძმის, ძმიშვილების, რომლებიც თაზოს დანახვისთანავე მერცხლებივით მხრებზე რომ შემოასხდებოდნენ, უდიდესი სანათეოსაოსი, ზღვა სამეგობროსი და მ თ ე ლ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ცრემლი გადევთ ზურგზე.

თაზოო შენს ტყვიით დაფლეთილ გულს გეფიცები რომ სიმართლეს აუცილებლად დავადგენთ!!! ყველაფერს აეხდება ფარდა…

“სხვას სხვისი მკვდარი მიძინებული ეგონაო !” ნათქვამია, შენ გამოგიყვანეს დამნაშავე და მკვლელი-გმირი… თურმე კაცისკვლა გმირობა ყოფილა. გმირი ჩვენ გვყავს სხვას გადაეფარა, სხვას დაუთმო სიცოცხლე..

გპირდები გავასაჯაროებთ დამალულ დეტალებს. მალე ძალიან მალე ჩემო მწვანეთვალება ჭაღარა ბიჭო. მაგრამ შენს თავს კი ვაი რომ ვეღარავინ დაგვიბრუნებს…”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Exla gaxta ketili da patiosani da tu icit turistebs rogor atyavebda da amas edzaxi ketili iyo da patiosaniiiii

    1. ამას წერს ბრალდებულის ერთ-ერთი ნათესავი ან ახლობელი , რომელიც ცდილობს დამალოს მკვლელის “მძღნერი” , თაზო კი ყოველთვის პატიოსანი , კეთილი და უზომოდ კარგი ადამიანი იყო , თქვენ რა გეშველებათ ზოგ-ზოგიერთებს სული რომ გილპებათ) გარდაცვლილ ადამიანს ეცით პატივი , თუმცა თქვენ რომელ პატივისცემაზე გელაპარაკებით , სისხლი გაქვთ მიყინული

    2. Me

      Ai mere ityvian rato argvevt cenzuraso ai asetebi unda daichiro da kvelas trakshi sarii unda gauketo didii sxva verapers gaagebinebt amnair xallxss!!!

      1. Me

        Anonimuri trakshi ginda sheen saari

    3. ანონიმური

      ისიიც კი არიცი თუ რამოხდაა და რატოომ ლაპარაკოობ ბევრს…ჯერ ის გაარკვიე ვინ ვის ატყავებდა და მერეე ატრიალე გრძელი ენაა )))

  2. Me

    Ai mere ityvian rato argvevt cenzuraso ai asetebi unda daichiro da kvelas trakshi sarii unda gauketo didii sxva verapers gaagebinebt amnair xallxss!!!

  3. gio

    ფაქტი სახეზეა რაც მოხდა ვუყურებთ და ვნახეთ. 5 კაცი კლავდა და მოკლა. მესმის ახლობლებისაც, ასე სჯერათ მაგრამ მეც რო ვყოფილიყავი უფრო უარესს ვიზამდი. 30 წლის განმავლობაში ბევრი გალახულა ჩემ თვალწინ მაგრამ არასდრის მიკადრია ბევრს ერთი გაგველახა, არასდროს!

    1. ანონიმური

      მართალს ბრძანებთ

  4. სსს♥️

    ყველაზე მარტივია მიცვალებულს შეაწმინდო ხელები რადგან პასუხი არ მოეთხოვება მაგრამ ამით მკვლელის სასჯელი უნდა შემცირდეს? როგორ ამართლებთ საერთოდ მკვლელს? თავდაცვა ვიცი 112 ის სახით ან ჰაერში იარაღის სროლით ,დაჭრით ან სხვა უდანაშაული მოქმედებით… ძალიან უგულო ხალხი ხართ არავის გაგიჩნდათ კითხვა რატომ დაესხნენ თავს? თქვენ გგონიათ ესე უბრალოდ მივიდნენ და დაუწყეს ცემა?
    გაცნობებთ რომ მკვლელი არ იყო ნაცემი ისე როგორც ფოტოშია ამ კადრების გადაღების დროს მკვლელი სცემეს თაზოს მკვლელობის მერე.
    დასვით მეტი კითხვა და დაელოდეთ პასუხებს ნუ აგინებთ იმას ვინც უდანაშაულოა და ნუ იცავთ იმას ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა ადამიანი

    1. ანონიმური

      ukve mkvlelebsac vamartlebt aqamdec mivedit,is miwashia damkvleli gaamartlet,cixec agar ejutvnis araa,vai zvens tavs.

    2. ანონიმური

      “თავდაცვა ვიცი 112 ის სახით” – და თავდასხმა რისი სახით იცით? 112-ში ამ ბიჭებს უნდა დაერეკათ თუ კონფლიქტი იყო მათ შორის, 5 კაცი რომ გირტყამს და წასვლის საშუალებას არ გაძლევენ, რა 112-ში დარეკვაზეა ლაპარაკი?
      კადრები თუ ნახეთ, ისიც ჩანს რომ ფეხში ესროლა თავიდან და ამის შემდეგ კიდევ მიდიან და ურტყამენ, დაჭრილის ჩათვლით.
      მესმის თქვენი, ძალიან მძიმეა, მაგრამ კობიაშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს. ანალოგიურად მოვიქცეოდი მეც.
      ასე რომ ვინმე დამესხას თავს ან დავუშვათ სახლში შემომივარდეს, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, თავს ვერ შევაკლავ, დიდი ბოდიში ახლობლებთან.

      1. ანონიმური

        გულით მეცოდება ეს ბიჭი და მისი ახლობლები, განსაკუთრებით მისი დედა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოიქცნენ ეს ბიჭები სწორად

  5. ფაქტია , რომ ხალხს მიაწოდეს ის მალასა , რომელიც აწყობდათ , კარგად დააკვირდით კადრებს , იქ უმოწყალოდ ცემა ჩანს კაცის ? ბოლო კადრში ბრუნდებიან ბიჭები და ის მკვლელი თავის გზაზე აგრძელებს სვლას , ლოგიკურია , 5 კაცი ტყუილად არავის გაეკიდება , ხომ ? ლოგიკურია წინ ამ ჩხუბს რაღაც უძღოდა , ის უძღოდა , რომ მკვლელმაა მანამდე სცემა 19 წლის ბიჭი , ფაქტია და თვითმხილველების თქმითაც ვიგებთ , რომ მკვლელი ნაცემია ასე თაზოს სიკვდილის შემდეგ , არსებობს მაგის კადრებიც , მაგრამ მკვლელობის კადრებს არავინ აშუქებს , მკვლელი-მკვლელია და მას არანაირი გამართლება არ მოეძებნება , არ იყო ეს თავდაცვა , გამიზნული მკვლელობა იყო , როცა მიდიხარ უკვე შენს გზაზე და იარაღს აიღებ და მოტრიალდები , შურისძიება და გამიზნული მკვლელობა. მორჩით , რა

    1. ანონიმური

      იქნებ ვინმემ ახსნას, ეს ჯგუფი კობიაშვილს მანქანამდე რატომ მიჰყვა, არსებობს სამი ვიდეო, როცა მას თავს ესხმიან და ჯგუფურად დაუნდობლად სცემენ, თავის შველის საშუალებას არ აძლევენ. კობიაშვილისგან განზრახ მკვლელობას კიდევ დავიჯერებდი, თავის მცემელებს სხვაგან თვითონ რომ მივარდნოდა და მათთვის ესროლა. შემთხვევით, სხვები მანქანასთან ხომ არ ჩაუსაფრთნენ, თუ ამ დროს იქ სხვა ხალხიც იყო, რამდენადაც ცნობილია, ეს შემთხვევა ღამით მოხდა(ყოველ შემთხვევაში უკვე ცნობილ ვიდეოებში კაციშვილის ჭაჭანება არ არის და რაღა კობიაშვილის მანქანასთან იყო სხვა ხალხი? ) და ეს ხალხი კობიაშვილის მანქანასთან ამ მომენტში რას აკეთებდა, ან წამებში იქ როგორ გაჩნდნენ? ძალიან ბევრი კითხვა არის და ბრალდებას ძალიან გაუჭირდება. რატომღაც ბრალდება ძალიან ადვილად და უპასუხისმგებლოდ იმეტებს ამ ადამიანს სამუდამო პატიმრობის მუხლებით. ეს ვიდეოები რომ არ არსებობდეს და არ გასაჯაროებულიყო კობიაშვილის მიმართ საზოგადოებაში წარმოუდგენელი აგრესია არსებობდა, ახლა კი ხალხმა ნახა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ბრალდებამ წარმოადგინა. როცა ადამიანის ბედს ეხება საქმე,კეთილი ინებონ და ობიექტურები იყვნენ. მაინც არაფერი დაიმალება. ვიდეოში თავდასხმის მონაწილეები დაკავებულები რატომ არ არიან, მათგან არ ხდება მოწმეებზე მანიპულირება?

  6. ვახო

    გარედან ადვილია ლაპარაკი მოეთმინა კარგია ,იცის ვინმემ რა პირით აგინებდნენ 5 ვაჟკაცი დაურტყამდნენ ერთ ნაომარ პატრიოტ კაცს.ზნელია მტყუან მართალის გარჩევა შორიდან .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.