გლდანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს – ის 17 წლის დედამ დატოვა

გლდანის ხევის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს.

report.ge–ს ინფორმაციით, ჩვილის დედა არასრულწლოვანია. პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლიდან აიყვანეს, თუმცა, უცნობია, სად იმშობიარა 17 წლის მოზარდმა.

წყაროს ცნობით, ახალშობილი მეზობლებმა დილით იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

report.ge

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.