გლდანის ციხის სამ და ქუთაისის ციხის ოთხ პატიმარს კოვიდ19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის N8 დაწესებულებაში COVID-19-ის ტესტირება 791-მა პატიმარმა გაიარა და მათგან ვირუსი სამს დაუდასტურდა, ისინი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი, ხოლო ინფიცირებულთა თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან.

მათივე ინფორმაციით, დაწესებულებაში ტესტირების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება.

დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი – სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას”, – ნათქვამია განცხადებაში. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის ციხის ოთხ პატიმარსაც.

რაც შეხება ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებას – PCR ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა და ტესტირების შედეგების სრულად მიღების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციასს გაავრცელებს. 

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ტყუილია, არ იქნება მასე! მეტი იქნება უეჭველი!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.