“გირგვლიანის საქმე ნაციონალების დროსაც არ გამიპრავებია! – ძალიან ვნანობ, რომ პოსტი წავშალე”

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძალიან ვნანობ გუშინდელი პოსტი რომ წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი და პირადი პრობლემის გამო ვერ მოვახერხებდი ნახევარ საათში დამატებული 437 ფოლოვერის მოგერიებას.

ყოველთვის ვწერ იმას რასაც ვფიქრობ და შესაბამისად არ მჩვევია პოსტების წაშლა. ამ შემთხვევაშიც ასეა და
დღეს უფრო ვრცლად ავუხსნი ადამიანებს ამ ორ მძიმე ფაქტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის საშუალება რომ აღარ მივცე.

სტატუსი იყო და არის მათთვის, ვინც ამბობს რომ გიორგის ამბავი უბედური შემთხვევაა

გიორგის მძიმე მოტეხილობები აქვს, მათ შორის თავის ქალის . აღენიშნება თვალბუდეების ტრამვა. პროკურატურაც კი ამბობს რომ ძალადობის დროს გამოყენებულია რკინის შტირები.

ეს, სახელწმიფოსთვისაა პრობლემა, როცა მოძალადე პოლიციელია, თორემ მსხვერპლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მისდევს და საბოლოოდ სიცოცხლეს ვინ უსპობს – მელნიკოვი, რომელთანაც ამ ხელისუფლებამ საპროცესო გარიგება გააფორმა და ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი.

ორივე შემთხვევაში ინსტინქტი შიშია, რომლისგანაც თავდაცვის და გადარჩენითვის გარბიხარ.
რაც შეეხება გაქცევას, სწორედ მურუსიძის სასამართლოს საქმეში წერია, რომ გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა და ხევში გადაიჩეხა.

სტრასბურგმა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უნდა გამოეძიებინა მაღალჩინოსნების კავშირი საქმესთან, რომ დამნაშავეებს სასამართლომ არ მიუსაჯა ადეკვატური სასჯელი. რომ არ ჩამოვთვალო სრულად გაითვალისწინეს ადვოკატ შავგულიძის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მტრად თვლით და მურუსიძეს მოყვრად.

გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ გამიპრავებია! განსხვავებით თქვენი უვადო მოსამართლე მურუსიძისგან, რომელმაც მთლიანად გარეცხა სამართლებრივად ეს საქმე. რადგან თქვენმა ხელისუფლებამ მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა მოახერხა , თქვენი პროტესტები არაგულწრფელი და შერჩევითია.”

შეგახსენებთ, ნანუკა წინა პოსტში შაქარაშვილზე და სანდრო გირგვლიანზე წერდა – წინა წერილის სრული ვერსია იხილეთ აქ.

  •  
  •  

8 Comments

  1. ეთო

    ექსპერტიზის დასკვნით თავის ქალას დაზიანება არა აქვს. წინ ნუ გარბიხარ ნანული და თავი შეიკავე დასკვნებისგან,სანამ მიდის ძიება.დაისჯებიან შეუტყობინებლიბისთვისაც. შენი გუშინდელი პოსტი იყო ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა, მომხდართან ახლოსაც არ იყო,რა გჭირდა ნანული არ ვიცი,არ დადგება ის დრო გვირგვლიანის ტრაგედიაც ვინმეს დაავიწყდეს,რადგან ჩინოვნიკების მიერ იქნა მოკლული და არა ეკალ-ბარდების მიერ.

  2. დამოკლეს მახვილი

    გგონია გამოსავალი ნახე და ეშმაკურად “აპრავებ”, მელნიკოვი, მურუსიძე და მორჩა? არ გამოგივათ არასდროს ამ ორგანიზებული დანაშაულის ჩამოწერა. მოგეშველები მეხსიერების განახლებაში, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, მერაბიშვილის კახპა , მისივე მსგავსი სადაქალო, მათ მიერ გამოძახებული სადამსჯელო ჯგუფი, სოდი, კუდი, მინისტრები, პრეზიდენტი, სასამართლო პროცესების პერიოდში სასწრაფოდ შეცვლილი კანონები, რითაც სასჯელი შეუმსუბუქეს დამნაშავეებს, რომელთა წინაშეც ვალდებულებები ჰქონდათ აღებული და ბოლოს ამ სამარცხვინო ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პარტიული ტელევიზია უნამუსო , ფულზე გაყიდული და ყველა სიბინძურეზე წამსვლელი ჟურნალისტებით. აი სწორედ ამ ბოლო რგოლში ხარ, გეამაყება? ყოველ შემთხვევაში არც სინანული და სინდისის ქენჯნა არ გეტყობათ, პირიქით, ფართხალებ და ვერ იშორებ კოლექტიური მკვლელობის მონაწილის დამღას.

  3. DevOps Strategy

    681950 33030This internet page is genuinely a walk-through its the internet you desired with this and didnt know who need to have to. Glimpse here, and you will certainly discover it. 920569

  4. Digital transformation

    655518 648580I appreciate you taking the time to speak about them with individuals. 198825

  5. CI-CD

    757405 539783Real instructive and great anatomical structure of articles , now thats user pleasant (:. 241526

  6. Peerless LCT620AD-G manuals

    83561 813335So, is this just for males, just for ladies, or is it for both sexes If it s not, then do women want to do anything different to put on muscle 108899

  7. DevOps Outsourcing model

    607863 139490This web site can be a walk-by way of for all with the data you needed about this and didnt know who to ask. Glimpse here, and also you will certainly uncover it. 369716

  8. sextuplets now

    949648 715824I think this web web site has got very great indited written content articles . 410028

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.