“გიორგი რურუას არ შევიწყალებ, გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან უპასუხა კითხავს, შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას:

„დღეს ბევრი კითხვები ისმის ჩემი მიმართებით ერთ თემაზე და მინდა, რომ ამ თემაზე აქ გავცე პასუხი და არა ქუჩაში, როგორც ჩვევიათ.

სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი, ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები, შევიწყალე როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან სტაბილურობიდან გამომდინარე მივიღე.

ჩავთვალე, მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას გაუხსნიდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება.

დღეს, მე ამას არ გავიმეორებ.

ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვერც 90-იანებში იფიქრებდა ქართველი კაცი,რომ შენ,მადამ პრეზიდენტო,ზვიადის მლანძღავო და მაგინებელო,რომ მის მიერ გაერთიანებული და დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდი ოდესმე…

  2. ანონიმური

    xaindravas da qantarias epatia?

  3. ანონიმური

    მამალი დაუკალით!

  4. ანონიმური

    ევაჭრეთ, მოსულა)))

  5. ანონიმური

    👏👏

  6. ანონიმური

    xalxo nacebi ratoarian damplebi icis? kvelapers upravebden mishas dzalian gtxovt qocebo nu daemsgavsebit mat es daturi samsaxuri

  7. ანონიმური

    ესაა პრეზიდენტი.შენ მოგიტყან თანამოაზრე ყველა

  8. ანონიმური

    ruruansiri nabichvrebis adgili aris cixeshi

  9. ანონიმური

    სწორი გადაწყვეტილებაა ზურაბიშვილის მხრიდან უგულავა ოქრუაშვილზე კი მაგრად მიქარა მაშინ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.