გიორგი ვაშაძე – „ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს, პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც   „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლოს თანაპარტიელთან ახლო კონტაქტი 12 დღის წინ ჰქონდა.„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ. მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,- წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

  •  
  •  

4 Comments

  1. თბილისელი

    ვინც არ უნდა იყოს და რომელი პარტიის წევრი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას,ვირუსის აცილებას და კარგად ყოფნას.

    1. ანონიმური

      ai isic

      1. თბილისელი

        დიახ აქა ვარ. რა გაგიტყდა?

  2. გარიკ

    ვერავისთან ვერ მიხვალ,რადგან ადამიანი ხარ შარვალჩახდილი…უტვინოვ.ვინც გამკეთებელია ის არ ყვირის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.