გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო, პირბადის გაკეთება სავალდებულოა – პაატა იმნაძე

შობის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით იხსნება. საკოორდინაციო საბჭოს წევრები კი მოსახლეობას არსებული რეკომენდაციებისა და წესების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ პირბადის გაკეთება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად სავალდებულოა:

“იცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. ასე რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდეს ყველა საეკლესიო ღონისძიება. ეკლესიაშიც არის თავისი სამედიცინო სამსახური. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ ზოგად რეკომენდაციებს, შემდეგ თვითონ არეგულირებს ამას. პირბადის გაკეთება ერთნაირად არის ყველა ადამიანისთვის სავალდებულო, გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო იყოს”

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    შენი მარტო ის გვჯერა,რომ მილიონნახევრიანი სახლი გაქვს,მეტი არაფერი.უმუშკეტო მუშკეტერო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.