“გიდი იყო მძღოლიც თუ სხვა? ჩქარა მიდიოდა თუ საბურავი დაეშვა? – რა მოხდა სინამდვილეში?”

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს: 

“დედა-შვილი, დები, მეგობრები, საახლობლო წრე, გიდი….

მთელი ქვეყანა გლოვობს საშინელ ტრაგედიას. ჯერ მანქანას დაეჯახა და ამის შემდეგ 80 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვრდა ახალგაზრდა გოგონებით სავსე ავტობუსი.

20 ადამიანი, 17 დაღუპული და 3 რეანიმაციაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით. უამრავი რამ წავიკითხე მაგრამ ამ ავტობუსის მძღოლზე ვერსად მოვიძიე ინფორმაცია. ვინ იყო, რატომ აუცდა ხელი საჭიდან და რატომ დაეჯახა ჯერ ცარიელ იქვე მდგარ ავტომობილს და შემდეგ რატომ გადავარდა ამდენ მგზავრიანი მისი მანქანა კლდიდან?

გიდი იყო მძღოლიც თუ სხვა?

ჩქარა მიდიოდა თუ საბურავი დაეშვა?

მისი კვალიფიკაცია…

რა მოხდა სინამდვილეში? ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რადგან ამის შემდეგ მაინც ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები თავიდან.

ამ ტრაგედიას კი სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება… მხოლოდ ხსოვნა და ნათელი მათ სულებს…”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.