“გთავაზობთ საგანგებო მდგომარეობას საინფორმაციო სივრცის სამართავად”

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვადიანი საგანგებო მდგომაროების შემოღებას ითხოვს.

“მთავარი პრობლემაა პანიკა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ იმ ზიანს, რასაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. მგონია, უფრო მეტად რომ შევძლოთ პროცესების მართვა, არ არის აუცილებელი რაღაც საკითხები გადავდოთ. მე გთავაზობთ, პირველ ეტაპზე ვიფიქროთ ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროცესები მართოს, მართოს საინფორმაციო სივრცეც რაღაც თვალსაზრისით, რომ ხელი არ შეეწყოს კიდევ უფრო მეტად პანიკის, ნიჰილიზმისა და სხვა გარემოებების გამოწვევას”

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას ექნება ლეგალური უფლება, გამოავლინოს პრობლემები და ჩააცხროს პანიკა ისევე, როგორც ებრძოლოს ვირუსის გავრცელებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება, პირიქით, უფრო გააღმრავებს პანიკას.

დეპუტატმა ლადო კახაძემ კი გამოთქვა მოსაზრება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მოქალაქეების იზოლირება და თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა, ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს და პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს ამიტომ, საჭიროა წინასწარ დავიზღვიოთ თავი, რომ მსგავსი შეფასები არ გაკეთდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას საგანგებო მდგომარების შესახებ პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

წყარო – ნეტგაზეთი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ორი კვირით აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის შემოღება! თვითკარანტინი არ შველის კორონას!
    რას ზოზინობს მთავრობა და პარლამენტი?!?!?
    იტალიასავით და ესპანეთივით სანამ არ მოედება
    და არ გაგვწყვიტავს მასიურად თუ მიქელას ბრძანებას ელოდებიან

  2. ქართველი

    ჰოდა პარლამენტის თავჯდომარის სასახლიდან დანარჩენ პარლამენტარების სასახლეებთან დავბანაკდეთ და ერთად გავიაროთ თვითიზოლაცია ბატონო ქართველო ხალხო.ამათ რა ენაღვლებათ სავსეა მაცივარია თუ საკუჭნაოები პროდუქტით და შკომუნალურის გადახდა არ გაუჭირდებათ.მიდით პარლამენტარებო და მაგარი კაი სელფები გამოვა თქვენთან ერთად გადაღებული თვით იზოლაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.