“გზაზე გაჩერდნენ და ნაჯახი ითხოვეს” – რა მოხდა მეწყერის ჩამოწოლამდე ცოტა ხნით ადრე?

შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ილოცეთ საშინელება დატრიალდა…

ღმერთო გადაარჩინე ხელვაჩაურში ქვედა ჯოჭოში მიწის ქვეშ მოყვა ხუთი ადამიანი მათ შორის 1 ბავშვია დედ მამასთან ერთად.

ასევე სტუმრად მყოფი ორი ადამიანი მანქანაში მსხდომი ჩაიტანა მიწამ… რომლებმაც გზაზე ხე დაინახეს წაქცეული და რომ გაევლოთ გზა ნაჯახი სთხოვეს მეზობლებს… როდესაც გაჩეხეს ხე და გავიდნენ სწორედ მაშინ ჩაიტანა მიწამ ორივე მანქანით….

გუშინ ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა ამ დრომდე ვერ პოულობენ მაშველები მიწის ქვეშ მოყოლილებს….ცოცხლები იქნებიან ძალიან დიდი იმედი მაქვს…. წარმოდგენაც კი მზარავს ახლა იქ რაც ხდება…(საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია ტოიოტა პრიუსით იმყოფებოდნენ.

სულ 5 ადამიანი ჩაიტანა მეწყერმა…”

შეგახსენებთ, სამის ცხედარი უკვე იპოვნეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.