“გვყავს ხელისუფლება რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში წინასაარჩევნოდ გამძაფრებულ მდგომარეობასა და დაპირისპირებებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აფასებს. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნას, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურება. ვაშაძეის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მართებს რადგან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია თანამდებობების შესანარჩუნებლად არჩევნებამდე ყველაფერზეა წამსვლელი  

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან, რომ არ ვისაუბროთ უმუშევრობაზე, კორონავირუსის გაქცევაზე და ამ მიმართულებით არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, არ ვისაუბროთ ლარის კურსზე და უმუშევრობაზე, ამიტომ ისინი თავად ესხმიან თავის თავს და თავადვე აკეთებენ ამ ყველაფერს. პოლიციაც მათია, კამერებიც მათ აქვთ დამონტაჟებული, ყველაფერი მათია და საქმის გამოძიებას რაღა უნდა? არაფერი მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ. დღეს რამდენიმე გარდაცვლილი გვყავს კოვიდით მაგრამ მედია საშუალებებში ბოლო საკითხად დგას, ზუსტად ეს გახლავთ „ქართული ოცნების“მიზანიც. მივმართავ საზოგადოებას, ვიყოთ ყურადღებით, ეს არის მათი მავნე მცდელობა ამ პროვოკაციულ, ძალადობრივ ქმედებებზე გადაიტანონ მთელი ყურადღება და ასევე მივმართავ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ გვმართებს ხუთჯერ მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად“ – გიორგი ვაშაძე

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ყველა მთავრობა მასთე იყო არის და იქნება!!!
    სკდებიან ჩვენიზე ახეული ფულიდან!
    მაგენის გამწარება ნახოტ ყველამ

  2. ანონიმური

    გეყო ვაშაძევ მაიმუნობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.