გვყავს გარდაცვლილი პატიმარი – იუსტიციის მინისტრის განცხადება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.