გვსურს განვმარტოთ, რომ მკვლევარების მიერ მოხდა შეცდომის დაშვება – თამთა შამათავა


დღეს დილით “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც პარტიის გუნდის წევრმა თამთა შამათავამ ის კორუფციული სქემა წარადგინა სადაც ბიზნეს კომპანიები ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებში იყვნენ ჩართული, ერთი ტექნიკური შეცდომა აღმოჩნდა. მასალის გადამოწმებისას “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაპჭოს წევრმა გაარკვია, რომ მკვლევარების მიერ შეცდომა იქნა დაშვებული და კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარი სულ სხვა პიროვნებას მიეკუთვნა. გთავაზობთ თამთა შამათავას განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით:


“დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე, სადაც წარმოვადგინეთ ის კორუფციული სქემა, რომელიც ხელისუფლებას აკავშირებს კონკრეტულ ბიზნესებთან, მკვლევარების მიერ  იყო დაშვებული ერთი ტექნიკური შეცდომა. კონკრეტულად, ერთ-ერთი ბიზნეს წარმომადგენელი კერძოდ ზურა ხაჩიძე დასახელდა იმ კომპანიების წარმომადგენლებში, რომლებსაც აქვთ გარიგებები მთავრობასთან. გვსურს განვმარტოთ, რომ ეს პიროვნება არ გახლავთ მომღერალი ზურა ხაჩიძე და მკვლევარების მიერ მოხდა ტექნიკური შეცდომა. რაც შეეხება დანარჩენ ჩამოთვლილ კომპანიებსა და პირებს, ისინი ნამდვილად არიან ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში ჩაბმული და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხარჯზე მდიდრდებიან” – თამთა შამათავა 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.