“გვიშველეთ, მიხეილ ხმალაძემ ნებართვა მოგვცა – ახლა კი ერთი კვირაა საზღვარზე არ გვიშვებენ…”

20-მდე ქართველი მძღოლი, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვართან გააჩერეს და საქართველოს მიმართულებით არ უშვებენ. მათ უკვე ერთი კვირაა ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ აქვთ საკმარისი პროდუქტები…

“პრესა.ჯი” ერთ-ერთ მათგანს, ილო ჩუბინიძეს დაუკავშირდა.

-რატომ არ გაძლევენ საქართველოსკენ წამოსვლის უფლებას? 

ილო ჩუბინიძე: ერთ კვირაზე ცოტა მეტია საქართველოდან წამოვედით, მძღოლები ვართ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან “ბიტუმით” – ასფალტის მასალით დავიტვირთეთ და საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავით. 

როდესაც საქართველო დავტოვეთ, გვქონდა ნებართვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა უკან დაბრუნებისას, თუმცა, უკვე ერთი კვირაა არ გვიშვებენ. 

აზერბაიჯანული მხარე გვეუბნება რომ საქართველოს ხელისუფლებისგან არ აქვთ ნებართვა ჩვენს გამოშვებაზე.

– რამდენი მანქანაა გაჩერებული თქვენთან ერთად? 

– ჯამში 20-მდე ქართველი მძღოლია. მარტო ამ ადგილზე, ჩემთან ერთად 7 მანქანა და 10 ქართველი ვართ. იქით არიან კიდევ.

– კონკრეტულად ვინ შეგპირდათ რომ უკან, საქართველოში დაბრუნებისას პრობლემა არ შეგექმნებოდათ? 

– სახმელეთო გადაზიდვებში, მიხეილ ხმალაძემ მოგვცა ნებართვა. მანვე გვითხრა რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა.

– რატომ მოგატყუათ?

– არ ვიცი მოგვატყუეს თუ არა, მაგრამ ასე კი ვართ ახლა, გაჩერებული აქ, უკვე ერთი კვირაა.

ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანსა და ირანის საზღვარს შორის ვართ გაჭედილები. 

ტრანზიტით მოვდივართ, მაგრამ აზერბაიჯანელები არ გვიშვებენ, საქართველომ უნდა მოგვცეს ამის უფლებაო.

პრესა.ჯი

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    აი როგორი ყოფილა სინამდვილეᲨი გია ვოლსკი

  2. Software Testing Services

    590108 890173Basically received my initial cavity. Rather devastating. I would like a super smile. Looking a lot far more choices. Many thanks for the post 28520

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.