“გვი­თხრა, ერთ ლარ­საც არ ავი­ღებ, ასე­თი ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე ვნა­ხეო” – რას ჰყვება ილია ფილფანის მამა

ინ­ტერ­პოლ­მა სვა­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 13 წლის ილია ფილ­ფა­ნის ყვი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. მო­ზარ­დი სო­ფელ ლენ­ჯერ­ში ბე­ბი­ას სტუმ­რობ­და. 18 ივ­ლისს ში­ნი­დან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ოჯა­ხი ილი­ას მპოვ­ნელს ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელს ჯილ­დოდ 50.000 ლარს გა­დას­ცემს. “გვსურს გა­მო­ვა­ცხა­დოთ ჯილ­დო ჩვე­ნი შვი­ლის მპოვ­ნე­ლის­თვის. თუ გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, სად იმ­ყო­ფე­ბა ჩვე­ნი შვი­ლი და ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, მზად ვართ გა­და­ვი­ხა­დოთ 50.000 ლარი… გაძ­ლევთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრულ გა­რან­ტი­ას. თუ ერთი პრო­ცენ­ტი მა­ინც არ­სე­ბობს, რომ ილია სა­ზღვარ­გა­რე­თაა, გვინ­და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­მო­ვი­ყე­ნოთ”, – აცხა­დებს ილი­ას დედა ქსე­ნია ფილ­ფა­ნი.

“გვი­თხრა, ერთ ლარ­საც არ ავი­ღებ, ასე­თი ბიჭი სა­ნა­პი­რო­ზე ვნა­ხეო”

“კვი­რის პა­ლიტ­რა” გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის მა­მას და­ვით ფილ­ფანს ესაუბრა

– ილი­ას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რა ვერ­სია გაქვთ?

– არა­ვის უნა­ხავს არც ბავ­შვი­სა და არც ვე­ლო­სი­პე­დის კვა­ლი. ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ ინ­ტერ­პოლს. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.

– გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს ილია არა­ვის და­უ­ნა­ხავს ან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია?

– ნა­თე­სა­ვებ­მა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გა­ვი­და ბავ­შვი სახ­ლი­დან ვე­ლო­სი­პე­დით. მერე საით წა­ვი­და, არა­ვინ იცის.

– მტრე­ბი ხომ არ გყავ­დათ სვა­ნეთ­ში ან ყა­ზა­ხეთ­ში?

– არა, მე თუ მთვლის ვინ­მე მტრად, არ ვიცი, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მქო­ნია.

– ოჯახ­ში ხომ არ ყო­ფი­ლა უთან­ხმო­ე­ბა, რაც მო­ზარ­დის­თვის შე­საძ­ლოა ში­ნი­დან გაქ­ცე­ვის სა­ბა­ბი გამ­ხდა­რი­ყო?

– რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩვენც გვი­კა­მა­თია, შე­ნიშ­ვნე­ბიც მიგ­ვი­ცია ბავ­შვის­თვის, როცა რა­ღა­ცას ცუ­დად აკე­თებ­და, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი, არც დეპ­რე­სია შე­მი­ნიშ­ნავს მის­თვის. მე და ილია ზამ­თარ­ში სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ძაღ­ლებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს… ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში ჩემი დის­შვი­ლი ჩა­მო­ვი­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან და ერ­თად თა­მა­შობ­დნენ, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ილი­ას გაქ­რო­ბის­თა­ნა­ვე არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ გა­მოკ­ვე­თი­ლა.

– ით­ქვა, ბავ­შვი “ლურჯ ვე­შაპს” ხომ არ თა­მა­შობ­დაო…

– პო­ლი­ცი­ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღო ილი­ას პლან­შე­ტი, ნო­უთ­ბუ­კი და ტე­ლე­ფო­ნი. შე­ის­წავ­ლეს, რით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ეს ვერ­სია თით­ქმის გა­მო­ი­რი­ცხა.

– ალმა-ათა­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა?

– ალმა-ათა­ში ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რად ვმუ­შა­ობ­დი და ახ­ლაც ვმუ­შა­ობ. იმი­ტომ ჩა­მო­ვე­დით, რომ ლენ­ჯერ­ში დე­და­ჩე­მი მარ­ტო ცხოვ­რობს და ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დით. 

ასეთ დროს განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება სითბური კამერით ძებნის მეთოდი. იმ ტრასაზე სადაც ეს ბავშვი მოძრაობდა არის ვიწრო ბეტონის გზა, იქნებ ვიღაცა დაეტაკა და სადმე დამარხა. ღამით საფრენი საშუალებით (დრონებიც არის უკვე მასეთი) გადაუფრინეთ მთელ მაგ მონაკვეთს და სითბური კამერით გამოსხივება შეამოწმეთ. ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს მაგრამ თუ დამარხულია გვამის ხრწნისას წარმოიშვება სითბო რომელსაც სითბური კამერა აფიქსირებს.

მაგალითისათვის 2011 ში დაიკარგა 9 წლის გოგონა პრაღაში, მთელი ქვეყანა ეძებდა უშედეგოდ კვირეები. შემდეგ მთელი ის რაიონი შეამოწმეს ვეტმფრენით ღამით სითბური კამერით, ნახეს გამოსხივებაც და გვამიც. დნა -თი მკველელი პედოფილიც იპოვეს და დაიჭირეს.

ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს. ისე საქართველოში კი უნდა გვყავდეს ერთი ასეთი საფრენი აპარატი, ან ძლიერი სითბური კამერა მაინც რომლის მიმაგრებაც შეიძლება ვეტმფრენზე. მილიონიბით ტურისტი ჩამოდის, ათობით იკარგება და ეძებენ მერე ესე უაზროდ როცა შეიძლება ღამე გადაუფრინო და ერთი გადაფრენით ასობით ჰექტარი დაფარო(განსაკუთრებით მიუვალი ადგილები). ეს სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პოლიციისთვის. ეს ზოგავს თანხას, და პოტენციურად უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლება. რამდენი დაიკარგა ესე მთაში? ამ მეთოდით დაკარგულებს იმავე ღამეს მიაგნებდით ცოცხალს. ღმერთმა ცოცხალი აპოვნინოთ

“ალია” შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანის ბაბუა თავის დროზე გაუჩინარდა და დღემდე მისი კვალი არავის უნახავს. შსს-მ კი 18 ივლისიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ ჩაატარა ამ საქმეზე ბრიფინგი და ისიც მხოლოდ სამაშველო სამსახურის ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.