“გვითვალთვალებენ და გვემუქრებიან” – ზეწოლა ბაჩალიაშვილის ადვოკატზე, „ემპათიის“ ხელმძღვანელსა და ექსპერტზე

ცენტრი „ემპათია“, რომლის ექსპერტი რამდენიმე გახმაურებული საქმეშია ჩართული, მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს. ცენტრის იურისტის გიორგი ლემონჯავას განცხადებით, „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის, ცენტრის დამოუკიდებელი ექსპერტის გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ზეწოლა. ლემონჯავას თქმით, გარდა თვალთვალისა, Facebook-ზე რამიშვილის, ჯიშკარიანისა და კარმუშინას წინააღმდეგ ტროლები და ბოტები მოქმედებენ, რომელთა მიზანია „ემპათიისა“ და ადვოკატის პატივისა და ღირსების შელახვა.

„ცენტრი „ემპათია“ და მისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი სხვადასხვა ფორმით ჩართულია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეში. უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარის და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიის“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტის გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და „ემპათიის“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. მიხეილ რამიშვილის ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო ვიდეო გადაღება. გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. მარიამ ჯიშკარიანის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს“

ლემონჯავა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე ზეწოლა. 

  •  
  •  

კომენტარი

  1. !!!

    ნიკოლაიშვილი გყავდეს და კარმუშინა აიყვანო ექსპერტად.

  2. კოტე

    ვერა ხართ სამართლიანი.თვითონ ქმნით აჟიოტაჟს და ნუ გინდათ ასეთი გზით ყველასი ყურადღების მიპყრობა. აკეთეთ თქვენი საქმე ,გედავებათ ვინმე? ანდა კარმუშინას გარდა ოფისში არავინ გყავთ ჭკვიანი ექსპერტი?

  3. ანონიმური

    Am sakmes araferi ar ehveleba.

  4. ანონიმური

    Es sakme daixura

  5. ანონიმური

    ოჯახს კარგი, პროფესიონალი ადვოკატის პრობლემა აქვს აშკარად.რამიშვილი ვერაფერს გახდება სამწუხაროდ.

  6. ანონიმური

    XalxO…GAMOIDZIET KVELA KRIMINALUR-TERORISTUL-DIVERSIULI SAQMEEBI 1992-1993-2004-2007-CLEBIDAN-2020-DGEMDE…OKUPACIA DA ***GLOBALIZACIA***-MOITXOVS KVELA TAROZE MIDZINEBULI SAQMIS GAAQTIUREBAS….RATA GADAVRCHET….SOS.!!!🇬🇧🇬🇪🇬🇧🇬🇪🇬🇧🇬🇪🇬🇧🇬🇪🇬🇧🇬🇪

  7. გიო

    არც ბოტი ვარ არც ტროლი ნეტაი ვინ გემუქრებათ ვის რა ჩემ შაშა და კოლად უნდიხართ

  8. დათო

    თქვენს თავზე დიიიდი წარმოდგენა გქონიათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.