“გვეუბნებიან, შენი ღმერთი დეზინფექციას საჭიროებს და ვერ დაგიცავსო, ბზარს აჩენენ მომრწმუნეებში”

გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სოციალურ გვერდზე წერილი ქვეყნდება:

მალე მოვა დრო, როცა რწმენის შენარჩუნება პირველმოწამეთა ღვაწლის ტოლფასი იქნება“ – ეფრემ არიზონელი.

ჰოდა აი, ახლა ვნახოთ, როგორია ჩვენი რწმენა.
ნახე, სად – სულის რომელ სიღრმეებში შეაღწია ბოროტმა?
არც ცეცხლი სჭირდება და არც მახვილი! გამოიყენა უხილავი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საზიანო ბიოლოგიური იარაღი, რომლის მეშვეობითაც დათესა ეჭვი, შიში, უნდობლობა, პანიკა ადამიანებში. თან ისე ვერაგულად შემოგვეპარა, სასულიერო პირებიც კი ალაპარაკდნენ, რომ ეკლესია ვერ დაგვიცავს განსაცდელისგან, ჯვარი, ხატი და თვით ზიარებაც კი სახიფათოა თურმე…
ბოროტის მიერ დათესილი მზაკვრული ეჭვით: შენი ღმერთი დეზინფექციას საჭიროებს, თავად ვერ დაგიცავს – არაფერი შეუძლია!

იქნებ მართლაო?!!! – დაეჭვდა ბევრი მორწმუნე და ღვთისმსახურთა რწმენაშიც კი გაჩნდა ბზარი.
თქმა იმისა, რომ ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარება ან საზიარებელი კოვზი რაიმე ინფექციას გადაგვდებს, ნიშნავს იმას, რომ ამის მთქმელი მაცხოვარს სულთა და ხორცთა მკურნალად, გამმწმენდელად და ღმერთად არ აღიარებს და გამოდის, რომ ასეთი ადამიანი ღმერთს გმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს შესამოსელზე, რომელსაც უამრავი კეთროვანი და ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი ეხებოდა, ვინმე ურწმუნო ადამიანს ეთქვა, ქრისტეს შესამოსელს არ შეეხოთ, რაიმე კეთრი ან ინფექციური დაავადება გადაგედებათო. სახარებიდან ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად მაცხოვრის ტანისამოსზე რწმენით შეხებით განიკურნა სისხლმდინარე დედაკაცი.

არიან ადამიანები, მცირედმორწმუნენი, რომლებიც ეზიარებოდნენ, მაგრამ ახლა გაუჩნდათ შიში და ეჭვი, ხომ არ დაინფიცირდებიან ტაძარში? მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ნელთბილი ადამიანი სძაგს უფალს. ასეთი ადამიანი არის მერყევი და ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ ქრისტიანად. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ახლა არის დრო, როცა გამოჩნდება ვინ ვინ არის. მორწმუნეთა დევნაცაა და ერთგვარი გამოცდაც. უფლის დაშვების გარეშე არაფერი ხდება.

ქვეყანას და სარწმუნოებას ყოველთვის უნდა დაცვა მომხდურისგან. ამბობენ, რომ ყველა რელიგია უნდა გაერთიანდესო. ამიტომ კრძალავენ წირვებს. ამიტომ წამოიწყეს ზიარების სიწმინდეში და გამწმენდელ და მაკურნებელ ძალაში ეჭვის შეტანა. ვართ ჩვენ ამის მომხრე? არ უნდა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა? მაშინ თუ ხმალს უმკლავდებოდნენ ჩვენი წინაპრები, ეხლა ბიოლოგიურმა იარაღმა შეცვალა ხმალი. ვირუსი ჯანმრთელობაზე მოქმედებს და შიშიც აქედან მოდის. უფლის გვეშინიდეს ჩვენი ცოდვების გამო და არა – ხელოვნურად შექმნილი ვირუსების!
ეს არის მიზანმიმართული ბინძური წამოწყება ეკლესიის წინააღმდეგოდ ამ დიდ მარხვაში, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს. ვისაც აქვს სურვილი გაიზიარებს, ვისაც არა – დარჩება დედაეკლესიის წიაღში.
სულიერება მხოლოდ სულიწმიდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და „სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ ღვთაებრივი მადლი მხოლოდ ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა ძალით მიენიჭება მას.
სწორედ სულის მიერ და სულით ცოცხლობს ეკლესია. ამიტომაც, ვინც ეკლესიას განუდგება, განუდგება თვით სულიწმიდას, ხდება ღვთისმბრძოლი და მგმობელი. შედეგი კი ყოველივე ამისა არის მარადიული სიკვდილი.
სულიწმიდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგვეცა.

პავლე მოციქული ბრძანებს თავის ეპისტოლეში: ,,ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი”.

ნუ შევშინდებით, ძმებო და დებო, უფალი ჩვენთანაა!

“უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?” (ფსლ. 26,1)

უამრავი მოწამე ჰყავს ჩვენს ეკლესიას, რომლებიც მედგრად იცავდნენ სარწმუნოებას, ხატებს, სიწმინდეებს და ურჯულოებს სიხარულით ეწირებოდნენ. სწორედ მათი ლოცვით, დედაღვთისმშობლის ლოცვითა და მფარველობით, რომლის წილხვედრიც არის საქართველო, ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა გაუძლებს ამ განსაცდელსაც და ყველა ერთად ვადიდებთ ყოვლადწმიდა სამებას!”

მთავარზე განთავსებულია ფოტო, რომელიც საგარეჯო. გიორგიწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს უდევს და მასზე გამოსახულნი არიან მამა გიორგი (პავლოვი), მამა იოანე (ოლარი) და მამა გიორგი (ბასილაძე) – ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ღმერთი კი არა, თქვენი ტვინები საჭიროებს დეზინფექციას

  2. ###

    ყველა გაუნათლებელია მანდ თუ თავს იბნელებთ?

  3. ანონიმური

    Dideba ufals, verasdros morcmune adamianis gulshi bzars ver sheitanen, gadaivlis es shemotevac da gmerti kvelas tavis adgips miychens…

  4. ბიჯოო!

    აუუუუ!!! წერე რა ქართული ასოებით🥶

    1. ანონიმური

      🙂

  5. ანონიმური

    ბზარს არა ნაპრალს აჩენენ რაა!
    რწმენაში ჯობია კორონა მოგაჯდეს ვიდრე ურწმუნოდ
    დარჩე!
    ბნელეთი!

  6. ანონიმური

    მოგტყვნიატ კეთილები ყველა უღმერთოს და ცინიკოსს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.