„გვარამიამ გაბუნია არც კი გააფრთხილა, რომ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა“

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

„რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბრიფინგის, გაბუნიას კომენტარისა და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ, სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით.

ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა.

ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ისე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

სუს-მა თავისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე. გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია.

ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი, არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარჰყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორი შედეგით სურდა, ეს ისტორია დასრულებულიყო.

პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტყობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ნარკუშ, დარწმუნებული ხარ? ეხლა გკლავს მაგის დარდი?

  2. ანონიმური

    შენს საქმეს მიხედე ტყლარწო,უშენოდაც როგორმე გაიკვლევენ გზას.

  3. ანონიმური

    ხოდა ეგ კიდე მეორე დანაშაულია მაგათ ორივესი

  4. ანონიმური

    ვალდებული იყო შეეტყობინებინა როგროც მისთვის ასევე შესაბამისი სტრუქტურებისთვის

  5. ანონიმური

    შენი ხელისუფლება იმაშია მარტო ვალდებული რუსეთს ტრაკი უქიცინოს?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.