“გეხვეწებით, წაშალეთ, ჩემი 1 წლის შვილის, თვალში ნემსგაყრილი ფოტოები” – ოჯახი, რომლის ჯადოც ხუდადოვზე იპოვნეს

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუდადოვის ტყეში იპოვნეს ჯადო!

დაიდო ფოტოები, ზოგმა საიტმა პირდაპირ დადო ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ აქვს პატარა ბავშვის ფოტოებს გაყრილი თვალში ნემსები, ზოგმა საიტმა, მათ შორის ჩვენ, დავდეთ დაბურულ მდგომარეობაში ფოტომასალა.

“ალია” დაუკავშირდა ოჯახი, რომლის ფოტოებიც იქნა ნაპოვნი ხუდადოვის ტყეში:

“სანამ ცოლს მოვიყვანდი, ვიცოდი რომ სამსახურში ერთ ქალს მოვწონდი, უთქვამს კიდეც ღიად, ამიტომ მაქსიმალურად ვარიდებდი თავს.

ყველაზე ეჭვიანობდა, ვისთანაც სამსახურში მეგობრულად ვიყავი ან ვისთანაც ვსაუბრობდი.

ცოლი რომ მოვიყვანე, პირველად მაშინ მოგვწერეს უცხო ნომრიდან – თქვენთვის საჩუქარიაო და გავედით, სახლის წინ დატოვებული იყო რაღაც შეფუთული და შიგნით ეყარა ჩემი და ჩემი მეუღლის დაჭრილი და დამახინჯებული სურათები. მაშინაც მივიტანე ეჭვი თანამშრომელ ქალზე, მოგვიანებით, აღიარა კიდეც, რომ ის იყო, მაგრამ მეგონა ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.

ცოტა ხნის წინ, ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, რომ თავისი თავი ამოიცვნეს იმ ფოტოებზე – რომლებიც ხუდადოვზე იქნა ნახული – ვთხოვე ჩემთვისაც ეჩვენებინათ და ვხედავ – ჩემი ცოლ-შვილის ფოტოებია, საშინელი სანახავი იყო – ერთი წლის ბავშვის ფოტო თვალში ნემსგაყრილი, ჩემი მეუღლის ფოტო – ქინძისთავებგაყრილი – ძალიან ცუდად გავხდი.

დავუკავშირდით პოსტის ავტორს და შევხვდით – აღმოჩნდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და ძაღლმა შემთხვევით იპოვნა მიწაში ნახევრადჩაფლული ქილა – არ მოისვენა ძაღლმა და არ მოშორდა, ყნოსავდა და ყეფდა, კაციც დაინტერესდა ბოლოს რა იყო, გახსნა და ხორცის სისხლიანი ნაჭრები და ფოტოები იყო ერთად გახვეული…

გადაუღო ფოტოები და დადეს, რომ ხმა მიეწვდინათ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანებისთვის.

ჩემი ცოლ-შვილის გარდა, ყველა იმ თანამშრომელი გოგოს ფოტო იყო დამახინჯებული და ჩადებული ქილაში სისხლიან ხორცთან ერთად – ვისთანაც მისაუბრია, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონია და მაქვს. რა თქმა უნდა პირველი ვინც გამახსენდა, ის ქალი იყო.

ვესაუბრე მისი ოჯახის წევრებს, ავუხსენი სიტუაცია, მოვუყევი როგორც იყო ყველაფერი, რომ არასოდეს, ნაცნობობის არც ერთ ეტაპზე, მცირე იმედიც კი არ მიმიცია და არანაირი ურთიერთობა მქონია, რომ მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემი ცოლი, რომ პირველად როცა მიწერა ჩემს ცოლს და დაჭრილი ფოტოები დაგვახვედრა – ვაპატიეთ ორთავემ, ამჯერად, უკვე შვილსაც შეეხო! გამოიყენა პირადი ფოტოები! კანონის ენით, მორალური ზიანი მომაყენა, ადამიანურად რომ ვთქვა – ამ რამდენიმე დღემ გამანადგურა და დამაბერა, ალბათ. ვერ ავხსნი რა გამოვიარეთ.

ოჯახმა მთხოვა პოლიციაში არ წახვიდე, საქმე არ აღძრა და ჩვენ დაველაპარაკებითო. მეორე დღესვე ქალმა დაწერა განცხადება და წავიდა სამსახურიდან.

უამრავი ადამიანი გვწერს და გვირეკავს, გვაძლევს რჩევებს, როგორ უნდა გადავაგდოთ ნაპოვნი ჯადო – დავმარხეთ უკვე, ფოტოები ცალკე, ნემსები ცალკე და სისხლიანი ხორცი ცალკე.

გვეუბნებიან, რომ გადავრჩით, რადგან ხორცი სანამ ლპობას დაიწყებდა, მანამდე იქნა ნაპოვნი – სისხლიან ხორცი რომ ლპობას დაიწყებდა, მერე გახდებოდით ცუდადო.

ვცდილობ, არ ვიფიქრო მაგაზე – ტაძარში დავდივართ, კვეთებულის ლოცვებს ვესწრებით!

მაგრამ, სამწუხაროდ დავიწყება არ გამომდის, ინტერნეტში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება ჩემი ერთი წლის შვილის თვალში ნემსგაყრილი ფოტოები და ჩემი ცოლის ფოტო – ქინძისთავებით დახვრეტილი – როგორი სანახავია?

კარგი, დავუშვათ, არ გავეკარებით ჩვენ ინტერნეტს, უამრავი ადამიანი გვწერს, არ დარჩენილა ნაცნობი, ვინც არ გაიგო და მოგვწერა, გვიყვებიან, როგორ ნახეს და რა ცუდად გახდნენ. ყოველ წუთს გვიახლდება.

იმაზეც ვფიქრობ, ჩემი შვილი რომ გაიზრდება და ინტერნეტში თავის ფოტოს ნახავს ამ მდგომარეობაში – რა გავლენას იქონიებს.

ჩვენი ოჯახის დამახინჯებული, საშინელ მდგომარეობაში მყოფი, ნემსგაყრილი ფოტოები დევს სხვადასხვა საიტზე, დევს სოციალურ ჯგუფებში გვერდებზე – რამდენიმე სააგენტომ წაშალა და მადლობა მათ.

უმორჩილესად გთხოვთ, გეხვეწებით, დაგვეხმარეთ და აიღეთ ჩემი ოჯახის დაჩეხილი ფოტოები ინტერნეტიდან – ჩვენთვის ძალიან მძიმეა მათი ყურება. გვინდა ეს ისტორია დავივიწყოთ და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ია ჩხაიძე

    ბოროტებას საზღვარი არ აქვს! ეს ჯადოები რაღა უბედურებაა, თან 1 წლის ბავშვის მიმართაც მტრულად განწყობა? საერთოდ, ჯადოების მცოდნე და მკეთებელი, ასევე შემკვეთიც უნდა ისჯებოდნენ სისხლის სამართლის კანონით, იქნებ მართლა გაჭრას და რატომ უნდა გაუბედურდეს ადამიანი ვიღაც ბოროტის გამო? თუნდაც არ ჭრიდეს ეს ჯადოები, ნახვის შემთხვევაში რამხელა ფსიქოლოგიურ სტრესს იღებს ადამიანი, ამიტომ უნდა არსებობდეს კანონი, მარა ჩვენ სად გვაქვს კანონიერი და ნორმალური სახელმწიფო, ამიტომაც ხდება ამდენი ბოროტება ამ ქვეყნად!

  2. ანასტასია ანასტასია

    ერთი რამ შემიძლია გითხრათ ას ნუ უყურებთ სერიოზულად თქვენ არარსებობთ მისი ლოცვით და შეუძლებელია ცუდი დაგემართოთ მისი წყევლით უფალს მიენდეთ წარმატებები

  3. ანონიმური

    ჯადოსნობის ბოროტებამ არაერთი ოჯახი გააუბედურა.ბევრ ადამიანს დაუზიანა ჯანმრთელობა თუ ფსიქიკა და აურია ცხოვრების გზა.ეს არ არის ზღაპარი. წაიკითხეთ წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელისა და წმინდა მოწამე იუსტინას ცხოვრება და დარწმუნდებით. თვითონ ჯადოქრები აღიარებენ,რომ მათი ჯადოსნობა ვერ მოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანებზე,ვინც ეკლესიურად ცხოვრობს,მარხვას ინახავს,აღსარებას ამბობს და წმინდა ზიარებას ღებულობს.

  4. სოსო

    ჯადოსი ვისაც არ ჯერა იმას არც უფლის არსებობის სჯერა.ზოგჯერ უფალი უშვებს მაგ ბოროტებას ადამიანებზე ღმერთისკენ რომ მობრუნდნენ და ცხონდენ. თუ მოქმედებს ჯადო და სხვა ბოროტება ადამიანზე ეგ უკვე ამ ადამიანის ნაკლია.

    1. ანონიმური

      მამა აკაკის დიდი ძალა აქვს. ასეთები კოცონზე უნდა დაწვა.

  5. ანონიმური

    ra zraprebs yvebit, 24st interntze vzivar niuwesbs vkitxulob da arsad msgavsi ar minaxavs
    neore shen tu mag qals tav piri ar gauerttino da is xeli ar moachra ra xelitac es caidina xar kaci ki ara lonio!
    aravin gaagamtynebs da verc dagicheren! dakode eg sle qala ega

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.