“გეტყვით რატომ აფეთქდა სიტუაცია აჭარაში!”- ამირან გამყრელიძე მიზეზს ასახელებს

„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველი ხაზისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რესტორნების მფლობელებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველასი ესმის, თუმცა მხოლოდ 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანები რესტორანში წავიდნენ.

„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველი ხაზისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ამირან გამყრელიძეს, რატომღაც ექიმთა დიდ კონფერენციის დასახელება დაავიწყდა, ასევე, როგორც ჩანს, დაავიწყდა ექიმების დროსტარება, მაგალითად, ამ ფოტოზე ექიმები არიან და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, გვაქვს დენდრლოგიური პარკის ფოტოებიც, გვაქვს თბილისში პარკის გახსნაზე გადაღებული ფოტოებიც, მთაწმინდის პარკში ხელისუფლების და ექიმების კლასტერების ფოტოებიც, გადახვევებით და ამბებით, პირბადეების გარეშე, ის განცხადებებიც შენახული გვაქვს, სადაც საქართველოს კურორტებზე წასვლას და დასვენებას გვთხოვდნენ და საერთოდაც, 400 კაციანი ქორწილების ნებართვა ნეტავი ჩვენ გავეცით?

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    თქვენ იგივეს არ აკეთებდით, ურცხვებო!

  2. რიტა

    კი არ დაავიწყდა მათაც გულისხმობდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.